თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

გამოწერა
ტრანსგენდერ ქალს ფიზიკური შეურაცხოფა, სავარაუდოდ, ჯარისკაცებმა მიაყენეს

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. თბილისში ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდენენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

აქცია და კონტრაქცია თბილისში - ლგბტ პირები და მათი მოწინააღმდეგეები იუსტიციის სახლთან - Sputnik საქართველო
ტრანსგენდერების აქცია თბილისში: კვერცხების მსროლელი დაპატიმრებულია - ფოტორეპორტაჟი

შემთხვევა ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ ღამით მოხდა.

დაზარალებულის მეგობრის თქმით, ტრანსგენდერ ქალს, სახელად ამანდას, სავარაუდოდ, რამდენიმე ჯარისკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა გენდერული იდენტობის გამო მიაყენა.

„ნაცემია კიდევ ერთი ტრანსგენდერი, სახელად ამანდა. რა ჯანდაბა ხდება ამ დედააფეთქებულ ქვეყანაში? სამ ჯარისკაცს უცემია ქალი. ექიმებს გამოუვლენიათ ტრანსფობია. ყველა დასასჯელია, ყველა. ექიმს უნდა დაატოვებინონ პრაქტიკა, ჯარისკაცები სისხლის სამართლით — ციხეში. ეშმაკების შაბაშია ამ გათახსირებულ ქვეყანაში", — წერს დაზარალებულის ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში და ნაცემი ტრანსგენდერის ფოტოებს ავრცელებს.

დაზარალებულს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.

ამჟამად  საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, დანიშნულია ექსპერტიზა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0