თბილისი, 8 მარტი — Sputnik. თბილისის იუსტიციის სახლთან გამართული აქცია, რომელსაც ლგბტ პირები ატარებდნენ, ერთი პირის დაკავებით დასრულდა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დაკავებულია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის კვერცხების სროლას ცდილობდა.
იუსტიციის სახლთან შეკრებილი ლგბტ პირები მათთვის სქესისა და პირადობის მოწმობების შეცვლის უფლების მინიჭებას მოითხოვდნენ. აქციის სიახლოვეს კონტრაქცია გამართეს ლგბტ პირების მოწინააღმდეგეებმა, რომელთა შორის ასევე იყო გურამ ფალავანდიშვილიც. კონტრაქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტ პირებს და ცდილობდნენ, კვერცხები დაეშინათ მათთვის.
ფალავანდიშვილი ადმინისტრაციული კოდექსის „წვრილმანი ხულიგნობის“ მუხლითაა დაკავებული და საპატიმროში შვიდ დღე-ღამეს გაატარებს.