რა მოსწონთ თბილისელებს სწრაფ კვებაში

© Sputnik / Alexander Imedashviliკაფე, სადაც შაურმა და სხვა აღმოსავლური კერძები მზადდება
კაფე, სადაც შაურმა და სხვა აღმოსავლური კერძები მზადდება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ სწრაფი კვების ობიექტების საკვები გემრიელია

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. თბილისელების ნახევარზე მეტი სხვადასხვა სიხშირით სარგებლობს სწრაფი კვების ობიექტებით, ნათქვამია სოციოლოგიური კვლევის შესახებ ანგარიშში, რომელიც ანალიზისა და კონსულტაციების ჯგუფ ACT-ის მიერ ჩატარდა.

სწრაფი კვების ობიექტების ყველაზე აქტიური მომხმარებლები 18-24 წლის ახალგაზრდები არიან (88%), მაშინ როცა 65 წელს ზევით რესპოდენტთა შორის მხოლოდ 24%  სტუმრობს ამ დაწესებულებებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სწრაფი კვების ობიექტები მამაკაცებში (60%) მეტი პოპულარობით სარგებლობენ, ვიდრე ქალებში (52%).

ცხიმი - Sputnik საქართველო
საშიში პროდუქტების ჩამონათვალი: სად აღმოაჩინეს ჯანმრთელობისთვის საზიანო ტრანსცხიმები

იმ ძირითად მიზეზებს შორის, რის გამოც გამოკითხულები სტუმრობენ სწრაფი კვების ობიექტებს, სახელდება გემრიელი საჭმელი — 52%, მომსახურების სისწრაფე — 31%, მოსახერხებელი მდებარეობა — 15% ან დაბალი ფასი — 8%.

რესპოდენტთა უმეტესობა (57%)  სწრაფი კვების ობიექტში ერთი ვიზიტისას ერთ ადამიანზე საშუალოდ 10 ლარამდე ხარჯავს.

კვლევა ჩატარდა თბილისის მასშტაბით ივნისში, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. სულ გამოიკითხა 400 თბილისელი.

„კვებითი ბოროტება“ — ჭყონიას McDonald's-ს ერევანში სომხური ქაბაბის მტერი უწოდეს >>

Act – ესაა გლობალური ანალიტიკური კომპანია, რომელიც მოიცავს დსთ–ის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, აქვს თავისი წარმომადგენლობები საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.


ყველა ახალი ამბავი
0