თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ბათუმში ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა დღეს მოხდა. BMW-ს მარკის ავტომობილი Mercedes-ის მარკის მიკროავტობუსს დაეჯახა. საგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, რადგან მოუწესრიგებელია საგზაო ნიშნები და აკრძალვები.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.