მაშველებმა ზღვაში 17 წლის ბიჭი გადაარჩინეს

© Emergency Management Serviceქართველი მაშველები შავ ზღვაზე
ქართველი მაშველები შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველები, რომლებმაც ბიჭი გადაარჩინეს, კობა ფერაძე და ლაშა როშინი არიან.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ბათუმში მაშველებმა ზღვაში 17 წლის ბიჭი გადაარჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
ავარია ბათუმში - მოსახლეობა მომხდარს მოუწესრიგებელ საგზაო ნიშნებს უკავშირებს

მაშველები, რომლებმაც ბიჭი გადაარჩინეს, კობა ფერაძე და ლაშა როშინი არიან. 

მათ შემოვლის დროს, ბიჭი ზღვის ნაპირიდან ორ კილომეტრამდე მოშორებით შენიშნეს. ქარმა მას სერფინგის დაფა წაართვა და უკან გამოცურვას ვერ ახერხებდა.

ამჟამად მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


ყველა ახალი ამბავი
0