თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელი პარკი მთაწმინდაზე 24 ივლისს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში მთაწმინდის პარკის ღირსშესანიშნაობები
პარკის მოცულობა 100 ჰექტარზე მეტია, ის 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პარკი 1938 წელს გაშენდა, მას შემდეგ სახე იცვალა და დღეისათვის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია. მთაწმინდის პარკში იმართება სხვადასხვა ღონისძიებები: ყველის, ნაყინის, ყვავილების ფესტივალები, ბაზრობები და გამოფენა-გაყიდვები.
© Sputnik / Alex Shlamovმთაწმინდის პარკი ნახვის პირველივე წამიდან შთაბეჭდილებების ქვეშ აქცევს სტუმრებს
მთაწმინდის პარკი ნახვის პირველივე წამიდან შთაბეჭდილებების ქვეშ აქცევს სტუმრებს
© Sputnik / Alex Shlamovთბილისში დასვენების მსურველთა კულტურულ პროგრამაში მთაწმინდის პარკი ნამდვილად იმსახურებს ადგილს
თბილისში დასვენების მსურველთა კულტურულ პროგრამაში მთაწმინდის პარკი ნამდვილად იმსახურებს ადგილს
© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ანძა - ეს მთაწმინდის სიმბოლოა. 275 მეტრიანი რკინის ნაგებობის შენება 1972 წელს დაიწყო
თბილისის ანძა - ეს მთაწმინდის სიმბოლოა. 275 მეტრიანი რკინის ნაგებობის შენება 1972 წელს დაიწყო
© Sputnik / Alex Shlamovტელეანძის გვერდით განთავსებულია 62 მეტრიანი "ეშმაკის ბორბალი". მისი კაბინები დახურულია და მათში განთავსებულია ტელევიზორები, თუმცა სიმაღლეზე გადაშლილი ხედი ყველაფერ სხვას ავიწყებს სტუმრებს
ტელეანძის გვერდით განთავსებულია 62 მეტრიანი "ეშმაკის ბორბალი". მისი კაბინები დახურულია და მათში განთავსებულია ტელევიზორები, თუმცა სიმაღლეზე გადაშლილი ხედი ყველაფერ სხვას ავიწყებს სტუმრებს
© Sputnik / Alex Shlamovმთაწმინდაზე ხედისათვის გამოყოფილია სპეციალური ადგილები
მთაწმინდაზე ხედისათვის გამოყოფილია სპეციალური ადგილები
© Sputnik / Alex Shlamovპარკში სხვადასხვა შეფერილობის "ორთქლმავლები" დადიან, რათა სტუმრებმა ტერიტორიის დათვალიერება შეძლონ
პარკში სხვადასხვა შეფერილობის "ორთქლმავლები" დადიან, რათა სტუმრებმა ტერიტორიის დათვალიერება შეძლონ
© Sputnik / Alex Shlamovპარკში მრავლადაა შადრევნები
პარკში მრავლადაა შადრევნები
© Sputnik / Alex Shlamovერთ-ერთი ულამაზესი შადრევანი "სურვილების ხეა"
ერთ-ერთი ულამაზესი შადრევანი "სურვილების ხეა"
© Sputnik / Alex Shlamovყველაზე პოპულარული ატრაქციონი წყლის მთებია, რომლებიც მხოლოდ ზაფხულში მუშაობს
ყველაზე პოპულარული ატრაქციონი წყლის მთებია, რომლებიც მხოლოდ ზაფხულში მუშაობს
© Sputnik / Alex Shlamovმძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს კი ამერიკულ მთებზე შეუძლიათ დასხდნენ
მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს კი ამერიკულ მთებზე შეუძლიათ დასხდნენ
© Sputnik / Alex Shlamovპატარა ბავშვებისათვის აქვე აკვაპარკიცაა
პატარა ბავშვებისათვის აქვე აკვაპარკიცაა
© Sputnik / Alex Shlamovსტუმრებს ძალიან მოწონთ კონტაქტური ზოოპარკი
სტუმრებს ძალიან მოწონთ კონტაქტური ზოოპარკი
© Sputnik / Alex Shlamovფუნიკულიორის ზედა სადგურის პავილიონში XIX საუკუნის გამოძახილი კვლავ შემორჩა - რესტორანი "ფუნიკულიორი". დაწესებულება სტუმრებს უგემრიელესი საკვებითა და ქალაქზე გადაშლილი არაჩვეულებრივი ხედით უმასპინძლდება
ფუნიკულიორის ზედა სადგურის პავილიონში XIX საუკუნის გამოძახილი კვლავ შემორჩა - რესტორანი "ფუნიკულიორი". დაწესებულება სტუმრებს უგემრიელესი საკვებითა და ქალაქზე გადაშლილი არაჩვეულებრივი ხედით უმასპინძლდება
© Sputnik / Alex Shlamovმთაწმინდის პარკში ასვლა შესაძლებელია როგორც საზოგადოებრივი ან კერძო ტრანსპორტით, ასევე ფუნიკულიორის საშუალებით, რომლის საფასურიც მხოლოდ 2 ლარია
მთაწმინდის პარკში ასვლა შესაძლებელია როგორც საზოგადოებრივი ან კერძო ტრანსპორტით, ასევე ფუნიკულიორის საშუალებით, რომლის საფასურიც მხოლოდ 2 ლარია
© Sputnik / Alex Shlamovავტომობილით მისულ სტუმრებს კი მანქანის გაჩერება პარკის სადგომზე შეუძლიათ
ავტომობილით მისულ სტუმრებს კი მანქანის გაჩერება პარკის სადგომზე შეუძლიათ