ყინულიანი წყალი და ჭაობის ტალახი: ესპანური Iberian Race საქართველოში

© FB / Bison Raceექსტრემალური რბოლა
ექსტრემალური რბოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსტრემალური სირბილი - ესაა ძალებისა და მატანობის შემოწმება ადამიანისა, რომელიც უმოკლეს ვადებში რიგ დაბრკოლებებს ლახავს

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ექსტრემალური რბოლა დაბრკოლებებით Iberian Race („იბერიული რბოლა") 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე პირველად ჩატარდება.

Iberian Race — ესაა მარათონი, რომლის დროსაც შეჯიბრების მონაწილეებმა უნდა გაიარონ დადგენილი მარშრუტი და გადალახონ რიგი დაბრკოლებები უმოკლეს ვადებში.

ექსტრემალური შეჯიბრება ყაზბეგში - Sputnik საქართველო
ყაზბეგში ექსტრემალური შეჯიბრება ჩატარდება

დადგენილი მარშრუტის გავლის გარდა, მონაწილეები უნდა ჩახტნენ ყინულიან წყალში, გაწიონ ან აწიონ სიმძიმეები, იხოხონ ჭაობის ტალახში, გადაახტნენ კედლებს და ა. შ. ამგვარი შეჯიბრებები, როგორც წესი, ბუნებაში ტარდება.

Iberian Race-ის პირველი გარბენი ესპანეთში 2015 წელს ჩატარდა. ამჟამად ექსტრემალური რბოლები მთელ ესპანეთში ეწყობა. ესენია Spartan Race, Farinato Race, Iberian Race, Guayre Extreme, Extrem Running, Belik Race და სხვა.

„Iberian Race- ეს არის შეჯიბრება, გართობა, მეგობრობა და თანადგომა, რომელიც შექმნილია ყველა შეუპოვარი და ნამდვილი გამოწვევების მაძიებელი ადამიანის შესაჯიბრებლად. „იბერიან რეისის" მთავარი მიზანია, ხალხში სპორტისა და ამხანაგობის, როგორც ჯანსაღი ცხვრების წესის პოპულარიზაცია", — ნათქვამია ღონისძიების ქართველი ორგანიზატორების განცხადებაში.

ქართული მარათონული ტრასის დიზაინი ესპანელმა დიზაინერებმა და კონსტრუქტორებმა შეიმუშავეს.

რბოლაში მონაწილეებს შეუძლიათ ორიდან ერთი კატეგორიის არჩევა: Profi (პროფი) და მოყვარული (Amateur).

დაწვრილებით „იბერიული რბოლის" შესახებ იხილეთ ღონისძიების Facebook-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0