კობახიძე: ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თავის პოზიციას მიმდინარე კვირის ბოლომდე გაახმოვანებს

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ივანიშვილმა, რომელიც ყოველთვის კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, მიმდინარე წლის მაისში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა. ის პრემიერ-მინისტრობიდან 2013 წლის ბოლოს გადადგა, როდესაც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გახდა. მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
სურს თუ არა პრეზიდენტობა ივანიშვილს – ვის ოცნებებს შეიწირავს ხელისუფალი

„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები კვირის ბოლომდე გვექნება. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახით ვმონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებში… რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, მას თავად არ აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება და ბუნებრივია, ჩვენ ვხელმძღვანელობთ მისი ამ პოზიციიდან“, — განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კონსულტაციებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის საკითხი პარტიის პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში განიხილება.

„რა თქმა უნდა, რაც უფრო ცნობადია კანდიდატი, მით უფრო უკეთესია საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისთვის, შესაბამისად, ბუნებრივია, პრიორიტეტი ცნობადობას მიენიჭება, თუმცა, აბსოლუტური კრიტერიუმი ეს ვერ იქნება“,- განმარტა კობახიძემ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძე - გუბერნატორების ინსტიტუტს გაძლიერება სჭირდება

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კენჭისყრამდე 60 დღით ადრე გამოცხადდება. მიუხედავად ამისა, პარტიები აქტიურად ემზადებიან არჩევნებისთვის.

არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ პარლამენტის ექს–სპიკერები ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ–ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ათი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი — საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

შალვა თადუმაძე საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა >>

იყრის თუ არა კენჭს მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ვადით, სავარაუდოდ, ცნობილი მიმდინარე კვირაში გახდება.


ყველა ახალი ამბავი
0