საპატრულო პოლიციის „ქოლ-ცენტრი“ რეგიონებსაც მოემსახურება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს-ს შენობა
საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42 მიმდინარე წლის პირველ მაისს ამოქმედდა

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საპატრულო პოლიციის საინფორმაციო „ქოლ-ცენტრი“ დედაქალაქის შემდეგ რეგიონებსაც მოემსახურება, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით ოპერატორთა გადამზადება უკვე დასრულდა  და მოსახლეობა საპოლიციო სერვისებს ოპერატიულად და დისტანციურად მიიღებს.

საპატრულო პოლიციის რეფორმირების ახალ ეტაპზე  მიმდინარე წლის 1 მაისს საპატრულო პოლიციის  ე.წ. მე-12 ოთახი  გაუქმდა და საპოლიციო მომსახურების მისაღებად ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ასევე, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში 1 მაისს ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი  — 2 41 42 42, რომელიც   მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების ოპერატიულად  მიწოდებას უზრუნველყოფს.

პოლიციის აკადემოია - Sputnik საქართველო
პოლიციის აკადემიაში უმაღლესი აკადემიის კომპონენტი უქმდება

„ორთვიანი მუშაობის შედეგად პრაქტიკაში გამოკვეთილი გამოწვევების სრულყოფის მიზნით შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პროფესიულ დონეს იმაღლებენ „სერვის +“-ის, ეფექტურ კომუნიკაციის წარმოების, შესაბამის ბაზებში მუშაობის, პერსონალური მონაცემების გაცემის სპეციფიკის, მოქალაქეთა საჭიროებების სწორ იდენტიფიცირების და საჭირო სხვა მიმართულებებით“, — ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და „112“ —ის ხელმძღვანელები საინფორმაციო სატელეფონო მომსახურების ცენტრის გადამზადებულ თანამშრომლებს შეხვდნენ. თეიმურაზ კუპატაძე და ნიკა გელაშვილი გადამზადების სატელეფონო მომსახურების ცენტრის სტანდარტის პრეზენტაციას დაესწრნენ.


ყველა ახალი ამბავი
0