სხვადასხვა ქვეყნის კარიკატურისტები საქართველოში შეიკრიბნენ

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშისაღებავები
საღებავები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო კარიკატურისტების საერთაშორისო ფესტივალისთვის ხუთი წლის განმავლობაში ემზადებოდა

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. 46 ქვეყნის წარმომადგენელი ბახმაროში კარიკატურისტების საერთაშორისო ფესტივალზე შეიკრიბა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო გურია News.

ფესტივალზე წარმოდგენილია ცნობილი და დამწყები კარიკატურისტების 80-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი. ნახატები გამოფენილია ბახმაროს „არტკაფეში“, რომელიც გასულ წელს რეგიონში ტურისტების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორების მოზიდვის მიზნით გაიხსნა.

ფესტივალის ორგანიზატორია — საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი.

ბესო დუღაშვილი - Sputnik საქართველო
დაჩოქილი ადამიანების წრე , ანუ რთულია თუ არა კარიკატურის ხატვა?

„კარიკატურა არ არის მხოლოდ ნახატი — კარიკატურა ასახავს პიროვნებებს, მოვლენებს იუმორით და ისეთი სიმართლით, რის ხმამაღლა თქმაც ადამიანებს ხშირად უჭირთ“, — განაცხადა ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე დუღაშვილმა.

ფესტივალს ყოველწლიურად მასპინძლობს აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი. ბესიკ დუღაშვილის თქმით, საქართველო ფესტივალისთვის ხუთი წლის განმავლობაში ემზადებოდა.

იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ მიერ მომზადებული კარიკატურები >>

„მინდა მადლობა გადავუხადო მარიამ ეჯიბიას, რომელმაც დიდი სურვილი გამოთქვა ფესტივალის ფარგლებში პირველი გამოფენა მის არტკაფეში შემდგარიყო. კარიკატურისტთა საერთაშორისო გამოფენა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, სამწუხაროა, რომ ის რაც მარტივად გაიგო 18 წლის მარიამ ეჯიბიამ, გაუგებარი აღმოჩნდა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ისე ცნობილი ბრენდებისთვის. ფესტივალით მხოლოდ კომპანია „კოკა კოლა“ დაინტერესდა, რომელმაც ფესტივალი უფასო გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყო“, — განაცხადა კარიკატურისტმა.

კარიკატურისტების ნამუშევრების გამოფენა 5 სექტემბრამდე გასტანს.


ყველა ახალი ამბავი
0