სოფელ ახალ სამგორში ახალგაზრდა მამაკაცი ტბაში დაიხრჩო

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტბაში საბანაოდ მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ტბაში 30 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
რა მოხდა ბაზალეთის ტბაზე: მაშველებმა წყლიდან მამაკაცის ცხედარი გამოიტანეს

შემთხვევა სოფელ ახალ სამგორში გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ადგილობრივი მკვიდრია, ტბაში საბანაოდ, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. 

ამ დროისთვის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0