ღვინო მუდმივი კონტროლის ქვეშ - საქართველოს პასუხი „როსპოტრებნადზორს“

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო მაღაზიის დახლზე
ქართული ღვინო მაღაზიის დახლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ღვინის ხარისხი ზედმიწევნით კონტროლდება, აცხადებს ღვინის სააგენტო

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და მისი კონტროლი წარმოადგენს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ღვინის ნაკადი — საით მიედინება ქართული ღვინო >>

„როსპოტრებნადზორმა“(რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური) პარასკევს განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანაში არ დაუშვა საქართველოდან ალკოჰოლური პროდუქციის ნაწილი — მთლიანობაში 16 ათას ლიტრზე მეტი. უწყების მონაცემებით, გადაწყვეტილება ქართული ალკოჰოლის რუსეთში შეტანის აკრძალვის შესახებ პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების ანალიზის შემდეგ მიიღეს. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ წარმოების პროცესში ტექნოლოგიები დაირღვა. „როსპოტრებნადზორში" ამტკიცებენ, რომ ამაში დამნაშავე არიან როგორც მწარმოებლები, ისე საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები.

„ღვინის ეროვნული სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი პროცესი და მზად არის გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს“, — ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს პასუხში „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციაზე.

უწყების ინფორმაციით, „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

ბოკალი ღვინით - Sputnik საქართველო
რუსეთში საქართველოდან 16 ათას ლიტრზე მეტი ალკოჰოლი არ შეუშვეს

ღვინის ეროვნულ სააგენტომ მიმდინარე წლის 6 თვეში დეგუსტაციაზე შემოსული 4813 ნიმუშიდან  93-ის ექსპორტი შეაჩერა. 2017 წელს 3440-დან 299 ნიმუში უარყოფითად  შეფასდა.

საკანომდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია არ მოხდეს.

ამასთან ერთად, სააგენტოს მიერ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში განხორციელებული სახელმწიფო და საინსპექციო კონტროლის შედეგად, წელს აღებული საექსპორტოდ გამზადებული 123 ნიმუშიდან 15 ნიმუში არ შეესაბამებოდა  ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს, რის საფუძველზეც  კონკრეტულ  ღვინოების ექსპორტზე  უარი ეთქვათ.

2017 წელს ექსპორტირებაზე  469-დან 27 ნიმუშს უარი განეცხადა.

საქართველო მარსზე ვაზის გაშენებას გეგმავს >>

ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ დღეისათვის, 50-ზე მეტ ქვეყანას შორის, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0