ღვინის ნაკადი - საით მიედინება ქართული ღვინო

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ მსოფლიოს 43 ქვეყანაში 59,2 მილიონი დოლარის ღირებულების 25 მილიონი ბოთლი ღვინოს ექსპორტი განახორციელა

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. რუსეთი კვლავ ლიდერობს ქართული ღვინის ექსპორტით — 2018 წლის ოთხ თვეში ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 47%-ით გაიზარდა და 16,3 მილიონ ბოთლს გაუტოლდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

2018 წლის დასაწყისიდან, საქართველომ მსოფლიოს 43 ქვეყანაში 25 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განახორციელა, რაც 36%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 59,2 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43% შეადგინა.

რთველი - Sputnik საქართველო
მზადება რთვლისთვის: სახელმწიფო მევენახეებს მოსავლის გადამუშავებაში დაეხმარება

ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილი დაიკავა უკრაინამ, სადაც დაახლოებით 2,4 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. უკრაინაში ექსპორტის ზრდამ 27% შეადგინა.

იმპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობით მესამე ადგილზეა ჩინეთი — 1,8 მილიონ ბოთლზე მეტი, ამ დროს ღვინის ექსპორტი ჩინეთში 24,6%-ით შემცირდა.

Wine and Gourmet Japan 2018–ზე ქართული ღვინო 16–მა კომპანიამ წარადგინა >>

ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორთა ხუთეულში ასევე შევიდა ყაზახეთი  (1,1 მილიონ ბოთლზე მეტი) და პოლონეთი (1 მილიონ ბოთლზე მეტი). პირველ კვარტალში ექსპორტი ყაზახეთში 84%-ით გაიზარდა, პოლონეთში — 24%-ით.

ქართული ღვინო ზედმეტი არასდროსაა
ქართული ღვინო ზედმეტი არასდროსაა - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო ზედმეტი არასდროსაა

ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება როგორც ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, ისე ევროპის, აშშ-ს და აზიის მიმართულებით: საანგარიშო პერიოდში ღვინის ექსპორტი იაპონიაში გაიზარდა 139%-ით, ჩეხეთში — 90%-ით, დიდ ბრიტანეთში — 89%, ნიდერლანდებში — 83%, სამხრეთ კორეაში 76%, ბელარუსში — 75%, გერმანიაში — 66%, ლიტვაში — 51% და სხვა.          

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში აგრეთვე ექსპორტირებულია 5 მილიონი ბოთლი ბრენდი (0,5 ლ) და 84 000 ბოთლი (0,5ლ) ჭაჭა.

© Sputnik / Maria Tsimintiaყველაზე პოპულარული ქართული ღვინოები უცხოეთში
ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოები უცხოეთში - Sputnik საქართველო
ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოები უცხოეთში

ყველა ახალი ამბავი
0