ზახაროვა: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის მომხრეა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეკომპანია Rustavi2-ს ინტერვიუ მისცა.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა რუსეთისა და ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეკომპანია Rustavi2-თვის მიცემულ ინტერვიუში.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
მოსკოვის გაფრთხილება: საქართველოს ნატოში შესვლას შედეგები მოჰყვება

 „ჩვენ დაინტერესებული ვართ ქართულ-რუსული კეთილმეზობლური ურთიერთობების სრულმასშტაბიან აღდგენაში. ეს ჩვენი ხალხების ფუნდამენტურ ინტერესებს შეესაბამება და რუსეთის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ არის და ნორმალიზების პროგრესი მთლიანად დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებასა და რეალობაზე", - განაცხადა ზახაროვამ.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

 

ყველა ახალი ამბავი
0