მოსკოვის გაფრთხილება: საქართველოს ნატოში შესვლას შედეგები მოჰყვება

© photo: Sputnik / Kirill Kallinikovმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარია ზახაროვას განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ნატოში ახალი წევრების მიღება გამოიწვევს ერთი მხრის ცვლილებებს, ამას მოჰყვება ცვლილებები მეორე მხარესაც.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ნატოში ახალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიღების შემთხვევაში რუსეთი ზომებს მიიღებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ საქართველო გატარებული რეფორმებისთვის შეაქო და დარწმუნებით განაცხადა, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენცია ნატოს სამიტის ფარგლებში ბრიუსელში გაიმართა.

„სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს წევრი გახდება">>

„ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ალიანსში ქვეყნების გაწევრიანებამ არ შეიძლება გავლენა არ იქონიოს მთლიან სურათზე, ვითარებაზე ევროპის კონტინენტის უშიშროებასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ამას თავისი შედეგები ექნება. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანობაში ჩვენ პრინციპულ პოზიციას", — განაცხადა ზახაროვამ.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის საუბრობდა სამხედრო ბლოკის გაფართოების შედეგებზე.

„არც ისე დიდი ხნის წინ ინტერვიუ მქონდა სკანდინავიურ გამოცემასთან, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც არ არის ნატოს წევრი, მაგრამ იქით აქტიურად ისწრაფვის. მკითხეს, თუ რატომ აცხადებს რუსეთი, რომ ამას შედეგები მოჰყვება. მე ვუპასუხე, იმიტომ, რომ მოხდება ცვლილებები, ხოლო როდესაც ცვლილება ხდება ერთ მხარეს, შედეგები დგება მეორე მხარეს. ჩემი აზრით, ეს ბუნებრივი პროცესია", — განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოებას „ადეკვატური ზომებით" უპასუხებს

ამასთან, ნატოს სამიტის გახსნის დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალიანსს უსარგებლო ბლოკი უწოდა, რომელიც განაგრძობს „კბილების ღრჭიალს ბრიუსელში".

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის პირველი დღის შედეგებით, მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ არის ნათქვამი, რომ ნატო ერთგულია გადაწყვეტილებისა, რომელიც ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიიღეს იმის თაობაზე, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ ქვეყანამ ამისთვის წევრობის სამოქმედო პროგრამა უნდა მიიღოს.

საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვსიტოს ომის შემდეგ შეწყდა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო ამის საპასუხოდ თბილისმა ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0