პუტინი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შედეგებზე დაფიქრებას ურჩევს

© photo: Sputnik / Alexander Astafyev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა განაცხადა, რომ ნატოს მხრიდან აგრესიულ ნაბიჯებზე ქვეყანას თანაზომიერი რეაგირება ექნება

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა  „უპასუხისმგებლო პოლიტიკის" შედეგების შესახებ განაცხადა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და უკრაინის ნატოსკენ სწრაფვას, იუწყება РИА Новости.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
ზახაროვა: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის მომხრეა

გუშინ, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასასრულს გაკეთდა განცხადება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

ნატოს გენერალური მდივანმა საქართველო რეფორმებისთვის შეაქო>>>

„მსგავს აგრესიულ ნაბიჯებზე, რომელიც რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, თანაზომიერი რეაგირება გვექნება. ჩვენი კოლეგები, რომლებიც ვითარების გამწვავებაზე მიდიან და ალიანსის სამხედრო ორბიტაზე ვთქვათ, უკრაინის ან საქართველოს ჩართვას ცდილობენ, უნდა დაფიქრდნენ ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე", - განაცხადა პუტინმა რუსეთის ელჩებთან და მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოება თანამშრომლობის განვითარებასა და ნდობაზეა დამოკიდებული.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტების პირველი შეხვედრა - ტრამპისა და მარგველაშვილის მოლაპარაკებები ბრიუსელში

 „ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის გასაღები სწორედ თანამშრომლობის გაფართოებასა და ნდობის აღდგენაშია და არა რუსეთის საზღვრებთან ნატოს ახალი ბაზებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებაში, რაც ეხლა ხდება", - განაცხადა მან.

საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის  „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.  „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს  „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

რუსეთი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, სამხრეთ კავკასიაში შენარჩუნებულია არასტაბილურობა, რომელიც, მათ შორის, პროვოცირებულია საქართველოს ნატოში გაძლიერებისა და შემდეგ უკვე, ალიანსის მეშვეობით — რეგიონში გაძლიერების მცდელობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0