მერია ახალგაზრდებს საზაფხულო ბანაკებსა და ლაშქრობებზე ეპატიჟება

© photo: Sputnik / Stringerლაშქრობა
ლაშქრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანაკები 20 ივლისიდან გაიხსნება, ლაშქრობებში მონაწილეობის მიღებას კი ახალგაზრდები 25 ივლისიდან შეძლებენ

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია ახალგაზრდებისთვის თემატური ბანაკებისა და სალაშქრო ტურების პროექტების განხორციელებას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის განმარტებით, პროექტების მიზანია ახალგაზრდობას ზაფხულის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა მიეცეს.

რიყის პარკი ქუჩის მუსიკოსებს სექტემბრამდე უმასპინძლებს>>>

„ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტებია და დარწმუნებული ვარ, ბევრი მონაწილე წლების შემდეგ, ძალიან თბილად გაიხსენებს ბანაკებსა თუ ლაშქრობებში გატარებულ დღეებს", – აღნიშნა კახა კალაძემ

საზაფხულო პროგრამები 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. მასში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

ბანაკები 20 ივლისიდან გაიხსნება, ლაშქრობებში მონაწილეობის მიღებას კი მსურველები 25 ივლისიდან შეძლებენ.

თბილისის მერიის ცნობით, თემატური საზაფხულო ბანაკების ორგანიზება ხუთი მიმართულებით იგეგმება, მათ შორისაა მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ბანაკი, მეწარმეობის ბანაკი, მოხალისეობის ბანაკი, საჯომარდო ბანაკი და სახელოვნებო ბანაკი.

კონცერტი აღმაშენებლის გამზირზე - Sputnik საქართველო
დედაქალაქში გაიმართება კონცერტები „თბილისის ცის ქვეშ“

რაც შეეხება სალაშქრო ტურებს, უპირატესობა მიენიჭება თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მარშრუტებს, ლაშქრობაში მონაწილე ახალგაზრდები კი პროფესიონალი გიდებისა და ინსტრუქტორების მომსახურებით ისარგებლებენ.

აღნიშნულ საზაფხულო პროგრამებში ჯამში ხუთი ათასამდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, ზაფხულის სეზონისთვის თბილისის მერიამ  ახალი პროექტი სახელწოდებით „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო, რომელიც კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებს აერთიანებს. იგი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კონცერტების, საგანმანათლებლო ლექციების, გამოფენების, თეატრალური და მუსიკალური ფესტივალებისა და ასევე ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალების გამართვა. 

პროექტ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში  ცნობილმა ქართველმა ჯაზ-მომღერალმა ნინო ქათამაძემ და ჯგუფმა Insight-მა 13 ივლისს კონცერტი ვარკეთილში გამართეს. შემდეგი კონცერტი კი 22 ივლისს, ვაკის პარკში არის დაგეგმილი. ამ დღეს ვაკის პარკში მსმენელის წინაშე ამსტერდამის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ორკესტრი Sweelinck orchestra წარდგება.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0