გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის განახლებულ შემადგენლობას საქართველოს პარლამენტმა ნდობა 14 ივლისს გამოუცხადა.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
„მცირე“ მთავრობა, „ამბიციური“ გეგმები და ქართული ეკონომიკის დილემა...

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.

მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის განახლებულ შემადგენლობას საქართველოს პარლამენტმა ნდობა 14 ივლისს გამოუცხადა.

ბახტაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 20 ივნისს, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გახდა.

მომავალ კვირას საქართველოს ახალი ხელისუფლება ეყოლება, გუბერნატორის ინსტიტუტი კი უქმდება>>>

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობაში უკვე 13-ის  ნაცვლად, ათი მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრია. პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის ოპტიმიზაციასა და ხარჯების დაზოგვისკენ არის მიმართული.

გიორგი გახარიამ, რომელსაც კვირიკაშვილის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტები ეკავა, ბახტაძის ახალ მთავრობაში აღნიშნული თანამდებობები კვლავ შეინარჩუნა.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, მან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პორტფელი ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის გადადგომის შემდეგ ჩაიბარა. სტრუქტურული ცვლილებები მის სამინისტროს არ შეხებია და ახალ, შემცირებულ მთავრობაში კვლავ შეინარჩუნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0