თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც უჩვეულო მინიატურულ სახლებს ქმნის

© photo: courtesy of Angelina Gadeliaანგელინა გადელია
ანგელინა გადელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანგელინა გადელია  წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 1996 წელს დაამთავრა თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმი.

მისი შემოქმედება მრავალფეროვანია. წლების განმავლობაში დაკავებული იყო მხატვრობით, ინტერიერის დიზაინით, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შექმნით. ამ ეტაპზე მინიატურულ სახლებს და სხვადასხვა ნივთებს ქმნის. ამ საქმემ ისე გაიტაცა, რომ მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია.

© photo: courtesy of Angelina Gadeliaანგელინა გადელია
ანგელინა გადელია - Sputnik საქართველო
ანგელინა გადელია

- როგორი იყო პირველი ნაბიჯები თქვენი შემოქმედებითი საქმიანობის გზაზე?

— თავიდან დავიწყე ინტერიერის დიზაინის შექმნით. ძირითადად  მეგობრების წრეში ვაკეთებდი, რაც ძალიან მოსწონდათ. ასევე ვხატავ და ჯვრისწერისთვის სანთლებს ვამზადებ. მიწვეული ვიყავი მოსკოვში ТНТ-ს არხზე გადაცემა „შკოლა რემონტა"-ში, სადაც მასტერკლასები უნდა ჩამეტარებინა, მაგრამ ეს არ იყო მოკლე ვადიანი პროექტი, ამიტომ ოჯახს ვერ დავტოვებდი და უარის თქმა მომიხდა.

© photo: courtesy of Angelina Gadeliaანგელინა გადელია
ანგელინა გადელია - Sputnik საქართველო
ანგელინა გადელია

- როგორც ვიცი დღეს მინიატურებსაც ქმნით.

— მინიატურების შექმნით რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი და მივხვდი, რომ მხატვრობაზე მეტად ეს მიზიდავდა. მინდოდა ყოველი შთაგონება, წარმოსახვა რეალობაში გადმომეტანა, 3D სივრცეში, რომელიც ისე მაგრძნობინებდა თავს. თითქოს მეც იქ ვიყავი. ზოგადად მეოცნებე ადამიანი ვარ და სწორედ ეს მეხმარება სილამაზის შექმნაში. ყველა ჩემი ნამუშევარი ჩემს სულიერ სამყაროს და მოწონებებს გამოხატავს. ძალიან მიყვარს ძველი დრო, ვინტაჟი, და ვცდილობ წარსულის ლამაზი მომენტები გავაცოცხლო. რაც მინიატურების კეთება დავიწყე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ხელოვნების გარეშე. ყოველი დილა ამით იწყება, ხშირად ჭამაც კი მავიწყდება, რის გამოც ჩემი ოჯახის წევრები მეჩხუბებიან.

© photo: courtesy of Angelina Gadeliaანგელინა გადელიას ნამუშევრები
ანგელინა გადელიას ნამუშევრები  - Sputnik საქართველო
ანგელინა გადელიას ნამუშევრები

- ოჯახის წევრებიდან ვინ გგულშემატკივრობთ ყველაზე მეტად?

— ჩემი დიდი გულშემატკივარი ჩემი ქალიშვილია, თვითონაც ხატავს და ძალიან ვუგებთ ამ კუთხით ერთმანეთს. ხშირად რჩევებსაც ვუზიარებთ ერთმანეთს. მეუღლე, რომელიც შორს არის ხელოვნებისგან, ტექნიკურ საკითხებში მეხმარება და  ხელს მიწყობს სამუშაო ინსტრუმენტების მოძიებაში. სადაც ვცხოვრობ იქ არ არის იმის შესაძლებლობა, რომ საჭირო მასალა შევიძინო. ვხმარობ ათას უსარგებლო წვრილმანს, რაც კი ხელში მომხვდება. ზოგჯერ მეც კი მიკვირს როგორ ვახერხებ ამას.

- კონკრეტულად რა მასალებს იყენებთ?

— ძირითადი მასალა რასაც ვყიდულობ არის პოლიმერული თიხა, თაბაშირი, საღებავები და სპილენძის ჯაჭვი. ჩემი ნამუშევრების ყოველი დეტალი ხელნაკეთია და დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ღირს. საბოლოოდ ისეთი გამოდის, რომ მეც ნასიამოვნები ვრჩები და მნახველიც.

© photo: courtesy of Angelina Gadeliaანგელინა გადელიას ნამუშევრები
ანგელინა გადელიას ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ანგელინა გადელიას ნამუშევრები

- ძალიან მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედება. ამ კუთხით განათლება გაქვთ მიღებული თუ თვითნასწავლი ხართ?

— ამ განხრით არაფერი არ მისწავლია, თვითნასწავლი ვარ. ოჯახში ყველა წევრი ხელოვნების სხვადასხვა დარგშია ჩართული. მამა და ძმა ინჟინერ-არქიტექტორები არიან, ძირითადად მეტალის კონსტრუქციებს აკეთებენ.  ფაქტიურად საოცრებებს ახდენენ.

© photo: courtesy of Angelina Gadeliaანგელინა გადელიას ნამუშევრები
ანგელინა გადელიას ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ანგელინა გადელიას ნამუშევრები

- თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის, რა შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო?

— ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის შთაგონების წყარო ბუნებაა. ყველაფერში სილამაზეს ვხედავ და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მის შექმნას ვცდილობ. არასდროს არ ვარ მოწყენილი, რადგან ჩემი საქმიანობა მახალისებს და მაბედნიერებს.

© photo: courtesy of Angelina Gadeliaანგელინა გადელიას ნამუშევრები
ანგელინა გადელიას ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ანგელინა გადელიას ნამუშევრები

- არ გიჭირთ თქვენი ნამუშევრების გასხვისება?

— უამრავი ნახატი გამიჩუქებია, მაგრამ გული არ დამწყვეტია. თუმცა ის, რაზეც ახლა ვმუშაობ შვილებივით მიყვარს და ვერ გავაჩუქებ. გარდა ამისა, ვცდილობ დავაგროვო ბევრი ნამუშევარი და გამოფენაში მივიღო მონაწილეობა.

© photo: courtesy of Angelina Gadeliaანგელინა გადელიას ნამუშევრები
ანგელინა გადელიას ნამუშევრები  - Sputnik საქართველო
ანგელინა გადელიას ნამუშევრები

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საზოგადოების აზრი თქვენს ნამუშევრებთან დაკავშირებით?

— ჩემთვის მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების აზრი, რადგან ამას მხოლოდ ჩემთვის არ ვქმნი. მსიამოვნებს როცა მოსწონთ და ელოდებიან როდის დავასრულებ მორიგ ნამუშევარს, ეს დიდ სტიმულს მაძლევს. ზოგიერთი ადამიანი ამას უყურებს როგორც ფულის კეთების წყაროს, მაგრამ ჩემი პოზიცია აბსოლუტურად განსხვავდება. როცა მუშაობას ვიწყებ მიზნად არ ვისახავ ნამუშევრის გაყიდვას. მე ვქმნი იმას, რასაც ვგრძნობ, რასაც განვიცდი და რაც მომწონს. მე ამას ვთვლი ნამდვილ, გულწრფელ ხელოვნებად.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0