ტრაგედია ტყიბულში: ექსპერტები მიზეზებს ადგენენ

© photo: Sputnik / Pavel Lisicin / გადასვლა მედიაბანკშიშახტი
შახტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეშახტეები შახტების გაჩერების პერიოდში ანაზღაურების გადახდის ოფიციალურ გარანტიებს მთავრობისგან ითხოვენ

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  შრომის ინსპექციის და ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტები, ტყიბულში „მინდელის“ შახტზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზების შესწავლას შეუდგნენ.

ორშაბათს გამთენიისას ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა ექვსი. წინასწარი ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში 25-ვე შახტი დაიხურა.

ექსპერტები შახტში ჩავიდნენ

„გუშინ ლოკაცია ვერ დათვალიერდა, რადგან ავარიის ლიკვიდაციის პროცესები დასრულებული არ იყო და დასაშვები არ იყო მეთანის კონცენტრაციის დონე, რომ იქ ინსპექტორების ჩასვლა და ინსპექტირების განხორციელება ყოფილიყო დაშვებული“, — განაცხადა შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბექა ფერაძემ პირველი არხის ეთერში.

ილია მეორემ ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა >>

მისი თქმით, დილიდან ინსპექტორების ნაწილი უკვე ადგილზეა, სადაც ისინი სამუშაო გარემოს შეისწავლიან, გამოავლენენ უბედურ შემთხვევის გამომწვევ ძირითად მიზეზებს.

„დღის მეორე ნახევარში უკვე გვექნება წინასწარი სურათი მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თუმცა დასკვნის დასაწერად აუცილებელია მოხდეს მოკვლეული მასალების შეჯამება, რასაც ბუნებრივია, გარკვეული დრო დასჭირდება”, —განაცხადა ფერაძემ.

მიმდინარეობს გამოძიება

პარალელურად პოლიცია კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობას კითხავს. ადვოკატ ზაზა შანავას თქმით, ამ ეტაპზე გამოძიება ინტერესდება იმით, თუ რამდენად იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.

მეშახტე აჩვენებს ნახშირს - Sputnik საქართველო
ტრაგედია ტყიბულში: შახტები შესაძლოა სახელმწიფოს გადაეცეს

„სწორედ ამის გარკვევა ხდება. გამოძიებას აინტერესებს, დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები. ამ ეტაპზე რამე დარღვევა არ იკვეთება“, – განაცხადა ზაზა შანავამ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით. 

მეშახტეები გარანტიებს მოითხოვენ

ორშაბათს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფმა“ გაავრცელა განცხადება, რომ მზად არის უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს კომპანია „საქნახშირი“.

ამასთან, ტყიბულში შახტების დახურვასთან დაკავშირებით მეშახტეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის დაპირება შახტების უმოქმედობის პერიოდში თანამშრომლებისთვის ხელფასების ანაზღაურების შესახებ დოკუმენტურად გაფორმდეს.

„ვითხოვთ წერილობით დაგვიდასტურონ, რომ ვიდრე გამოძიება დასრულდება და შახტები გაიხსნება, დაპირებულ ხელფასებს ნამდვილად მივიღებთ”, — განაცხადა მეშახტე ზაზა ბედელაძემ.

მამუკა ბახტაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ >>

ტყიბულში „მინდელის“ შახტში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ექვსი მუშა დაიღუპა. 5 აპრილის ღამეს მინდელის შახტში გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოინგრა — ჰაერის დარტყმითი ტალღა ცენტრალურ გვირაბებში გავრცელდა. მეორე დღე დაღუპული მეშახტეების გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ტრაგედიის შემდეგ ორშაბათს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შახტი, რომელზეც ტრაგედია მოხდა, უნდა დაიხუროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0