ილია მეორემ ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა

© Sputnik / STRINGERკათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე
კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი უკვე გამოუცხადეს

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 16 ივლისს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ბახტაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ>>>

16 ივლისს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა ექვსი. წინასწარი ინფორმაციით, მინდელის  შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში 25-ვე შახტი დაიხურა.

„მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა მინდელის მაღაროში ა.წ. 16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვას, რათა მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა სავანესა მართალთასა დააწესოს ლაშა ფორჩხიძის, ბადრი (ბაჩო) ქარქაშაძის, მიხეილ (მიხო) გამეზარდაშვილის, მურმან ლილუაშვილის უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ჭირსა შინა მხნეობა", – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

მეშახტე აჩვენებს ნახშირს - Sputnik საქართველო
ტრაგედია ტყიბულში: შახტები შესაძლოა სახელმწიფოს გადაეცეს

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი უკვე გამოუცხადეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.

გავრცელებული ინფორმაციით, მინდელის შახტში უბედური შემთხვევა იმავე ადგილზე მოხდა, სადაც მიმდინარე წლის 5 აპრილს ექვსი ადამიანი დაიღუპა.

 

ყველა ახალი ამბავი
0