შალვა თადუმაძე საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა

© FB / Bidzina Ivanishvili & Mediaშალვა თადუმაძე
შალვა თადუმაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 31 მაისს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნით ირაკლი შოთაძე გადადგა.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი შალვა თადუმაძე საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე დაამტკიცა.

თადუმაძეს 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

შემოდგომაზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურატურა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ნაწილია, დამოუკიდებელი უწყება — გენერალური პროკურატურა გახდება, შალვა თადუმაძე კი აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი.

შალვა თადუმაძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა 2018 წლიდან ეკავა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე აირჩია>>>

2001 წელს თადუმაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს იურიდიული ქვეგანყოფილების იურისტ-კონსულტანტი იყო. 2001-2003 წლებში მუშაობდა ადვოკატად, 2003-2004 წლებში კი თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.

შალვა თადუმაძე - Sputnik საქართველო
თადუმაძე: ამ დიპლომით ორი მილიარდერის ოჯახს ვემსახურე

2005-2007 წლებში თადუმაძე იყო ასოციაცია „სამართალი და თავისუფლების" და OSI-ს პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვა შეიარაღებულ ძალებში და სამოქალაქო კონტროლი თავდაცვის სამინისტროზე" კოორდინატორი.

2007-2012 წლებში თადუმაძე საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული. პარალელურად, 2010-2012 წლებში იყო ასოციაცია „სამართალი და თავისუფლების" და ევროკავშირის პროექტის „წამების პრევენცია სამხედრო ჰაუპტვახტებში" კოორდინატორი.

2012-დან 2018 წლამდე ეკავა მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მაისს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნით ირაკლი შოთაძე გადადგა. აქციები ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში ორი 16 წლის მოზარდის — ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0