თადუმაძე: ამ დიპლომით ორი მილიარდერის ოჯახს ვემსახურე

© FB / Bidzina Ivanishvili & Mediaშალვა თადუმაძე
შალვა თადუმაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი შალვა თადუმაძე მის დიპლომთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს.
თადუმაძე: ამ დიპლომით ორი მილიარდერის ოჯახს ვემსახურე

„არც ერთი დღე არ ვყოფილვარ უმუშევარი. ყოველთვის იყო მოთხოვნა ჩემზე, როგორც იურისტზე. ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდერის ოჯახს სწორედ ამ დიპლომით ვემსახურებოდი. ასევე რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი, როგორც ადვოკატი. არ მესმის, რატომ გაჩნდა კითხვები ჩემ განათლებასთან დაკავშირებით. 17 წლის განმავლობაში უკანასკნელი ორი დღეა, რაც უმუშევარი ვარ“, — განაცხადა თადუმაძემ.

თადუმაძის თქმით, მან 1994-2000 წლებში დაამთავრა ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ლეგალურად, კანონმდებლობის შესაბამისად არსებობდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც პროკურორობის კანდიდატს უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა თადუმაძეს სთხოვა, მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად თავიდანვე ეთქვა, თუ რა განათლება ჰქონდა მიღებული.

შალვა თადუმაძემ იურისტის დიპლომი თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1994-1999 წლებში მიიღო, პარალელურად, 1994-1998 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამთო ინჟინრის ბაკალავრის ხარისხი. მოგვიანებით, 1999-2001 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო სამთო ინჟინრის მაგისტრის ხარისხი.

ყველა ახალი ამბავი
0