საქართველოში 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს, გამთენიისას ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად ოთხი მეშახტე დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 16 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა უკვე გამოსცა.

მამუკა ბახტაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ>>>

დღეს, გამთენიისას ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა ექვსი. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

შახტა - Sputnik საქართველო
შსს-ს ვერსია: რა გახდა მინდელის შახტში ჭერის ჩამოშლის მიზეზი

„გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება", — აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე პრემიერმა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს – საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული არ იყოს. ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულში არსებული ყველა 25 შახტი გამოძიების დასრულებამდე დაიხურება.

შსს-ს ვერსიით, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.

შახტა - Sputnik საქართველო
ტრაგიკული შემთხვევა ტყიბულში: დაღუპულია ექვსი მუშა, დაშავებულია - სამი

გავრცელებული ინფორმაციით, მინდელის შახტში უბედური შემთხვევა იმავე ადგილზე მოხდა, სადაც მიმდინარე წლის აპრილში ექვსი ადამიანი დაიღუპა.

5 აპრილს, დაახლოებით 03:45 საათზე ტყიბულის შახტში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. სამთო დარტყმა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი. 2017 წელს დაიღუპა 41, დაზიანებები მიიღო 66–მა ადამიანმა. ამასთან, მარტო ტყიბულის შახტებში ბოლო 15 თვის განმავლობაში 11 ადამიანი დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0