ტრაგიკული შემთხვევა ტყიბულში: დაღუპულია ექვსი მუშა, დაშავებულია - სამი

© Pixabay / hangelaშახტა
შახტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ტყიბულის მუნიციპალიტეტის შახტაში დღეს გამთენიისას ექვსი მუშა დაიღუპა, სამი კი დაშავდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში დილით 4:00 სთ-ზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს შახტაში მყოფი სამი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მაღარო - Sputnik საქართველო
Georgian Manganese მაღაროში უსაფრთხოების წესების დარღვევას უარყოფს

შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ: შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატი, ოსტატ-ამფეთქებელი და ოთხი სამთო მუშა.

მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მყოფი მუშების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა), რომელიც ითვალისწინებს ხუთ წლამდე ვადით თავისუფლებს აღკვეთას.

სამთო მასის ჩამოშლის შედეგად ბოლოს ტყიბულში გასული წლის 27 ოქტომბერს ერთი მუშა დაიღუპა; ასევე, ორიოდე კვირის წინ ჭიათურის მაღაროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, 2018 წლის მხოლოდ სამ თვეში საკუთარი მოვალეობების შესრულების დროს სხვადასხვა ობიექტზე 10 ადამიანი დაიღუპა.

 

ყველა ახალი ამბავი
0