ბელგიის საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ტრამპი და პუტინი საქართველოზე იმსჯელებენ

CC0 / Pixabay / ბრიუსელი
ბრიუსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერსს იმედი აქვს, რომ ტრამპი პუტინთან ჰელსინკიში პირველ სრულფორმატიან შეხვედრაზე უკრაინისა და საქართველოს საკითხებს წამოჭრის.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინისა და საქართველოს საკითხებს წამოჭრის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დღეს ჰელსინკიში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა გაიმართება

პუტინი და ტრამპი ორშაბათს, 16 ივლისს ჰელსინკიში (ფინეთი) გამართავენ შეხვედრას. პრეზიდენტები შეხვედრაზე იმსჯელებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე. ეს ორი პრეზიდენტის პირველი სრულფორმატიანი მოლაპარაკებები იქნება.

„მნიშვნელოვანია, რომ დღეს განვიხილავთ (ბრიუსელში) „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხებს, უნდა გვახსოვდეს სიტუაცია უკრაინაში… ასევე ვითარება საქართველოში და რეგიონში რუსეთის სამხედრო არსებობა. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ასევე დააყენებს ამ საკითხებს", — განუცხადა ჟურნალისტებს რეინდერსმა საგარეო საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყების წინ ბრიუსელში.

ყველა ახალი ამბავი
0