დღეს ჰელსინკიში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა გაიმართება

CC0 / Foter / Gage Skidmore / დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს ორი პრეზიდენტის პირველი სრულფორმატიანი მოლაპარაკებები იქნება.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ორშაბათს, 16 ივლისს ჰელსინკიში (ფინეთი) გამართავენ შეხვედრას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

როგორც კრემლში აცხადებენ, პუტინი და ტრამპი შეხვედრაზე იმსჯელებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე. ეს ორი პრეზიდენტის პირველი სრულფორმატიანი მოლაპარაკებები იქნება.

ლუდი - Sputnik საქართველო
კავშირი ლუდსა და ტრამპი–პუტინის შეხვედრას შორის: აჟიოტაჟი მაღაზიებში

ჰელსინკიში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. ფინეთში დროებით აღადგინეს სასაზღვრო კონტროლი შიდა საზღვრებზე. შეზღუდვები 17 ივლისს, დილით მოიხსნება. ამ პერიოდში დაიკეტება ჰელსინკის საჰაერო გზა, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებისთვის.

ტრამპმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრისგან „დიდი მოლოდინი არა აქვს". რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ შეხვედრის იდეალური შედეგი იქნება საკვანძო საკითხებზე არხების გალღობა. მისი თქმით, შეხვედრა წარმატებული იქნება, თუ რუსეთი და აშშ შემდეგ „ნორმალურ ურთიერთობას" დაიწყებენ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი განცხადება არ იგეგმება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რაიმე განცხადებით გამოსვლა არ იგეგმება… სახელმწიფოს მეთაურები აპირებენ ერთობლივი პრესკონფერენციის ჩატარებას. ისინი გამოვლენ მხოლოდ ზეპირი განცხადებებით", — განაცხადა პეშკოვმა.

ყველა ახალი ამბავი
0