ახალი რეგულაცია – ექიმები ზედმეტ წამლებს ვეღარ გამოწერენ

გამოწერა
წელიწადში რამდენჯერმე გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში სამინისტრო ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოში ხუთი და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში დღეიდან მოქალაქეებს ექიმის დანიშნულების გადამოწმება შეუძლიათ, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულაციების შემოღების ერთ-ერთი მიზეზი პოლიფარმაციაა, რომელიც საჭიროების გარეშე დიდი რაოდენობით მედიკამენტების დანიშვნასა და მიღებას გულისხმობს.

უფასო მედიკამენტები სოციალურად დაუცველებისთვის>>>

ამისთვის უწყებაში სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საკუთარი დანიშნულება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ კომისიას გადაუგზავნოს, რომელსაც შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით შეამოწმებენ. ამასთან პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ონლაინ-რეჟიმში გაიაროს კონსულტაცია და გაარკვიოს ექიმის მხრიდან მისთვის გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა ზედმეტი ხომ არ არის.

პორტალზე, სადაც ხდება დანიშნულების გადაგზავნა, პაციენტი უკვე დარეგისტრირებულია ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის პირველადი გამოწერის დროს. თუ რეცეპტი არაა ელექტრონულ ფორმატში გამოწერილი, პაციენტმა იგი უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის რაიონულ ფილიალში.

წამლები - Sputnik საქართველო
უფასო მედიკამენტები სოციალურად დაუცველებისთვის

იმისათვის, რომ დანიშნულება გადამოწმდეს, იგი უნდა მოიცავდეს ხუთ ან მეტ მედიკამენტს. პაციენტი შეტყობინებას განაცხადის გაგზავნიდან სამ სამუშაო დღეში მიიღებს.

წელიწადში რამდენჯერმე გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში სამინისტრო ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს.

საქართველოში 2018 წლიდან ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო გახდა — ე.წ. ფორმა N3 ელექტრონული ფორმით შეიცვალა. რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით ხორციელდება, ეტაპობრივად კი მთელ საქართველოს მოიცავს. ელექტრონული რეცეპტი — ცენტრალიზებული სისტემაა, რომლის გამოყენებაც ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმს შეუძლია. დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული.

ადრე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოუწოდა მოსახლეობას, არ გაითვალისწინონ ექიმის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ დანიშნული წამლის შეძენა მხოლოდ გარკვეულ აფთიაქში არის შესაძლებელი. მინისტრმა დააანონსა ისეთი სისტემის დანერგვა, რომელიც მოქალაქეებს პოლიფარმაციისგან მაქსიმალურად დაიცავდა.

ყველა ახალი ამბავი
0