უფასო მედიკამენტები სოციალურად დაუცველებისთვის

CC0 / Pixabay / stevepb / წამლები
წამლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შეიქმნა ორგანიზაცია „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის", რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოში ახალი ორგანიზაცია შეიქმნა, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის უფასო მედიკამენტებზე წვდომას გააფართოებს — შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

საქართველოს მთავრობა 2017 წლის 1 ივლისიდან ამბულატორიული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს, რომლითაც, ბოლო მონაცემებით, საქართველოს დაახლოებით 600 ათასმა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ ისარგებლა. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ მათი რიცხვი უფრო მეტი შეიძლება იყოს, სწორედ ამიტომ აღნიშნული საკითხით ახალი ორგანიზაცია დაკავდება.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
საქართველოში უფასო მედიკამენტების სია გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი ორგანიზაცია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტა, თუ როგორ პირობებში იქნება შესაძლებელი მედიკამენტებზე ფასების დაწევა.

„ერთი მხრივ, მეწარმე სერიოზულ ფასდაკლებას გააკეთებს, რამეთუ ეს უკვე იქნება აბსოლუტურად სხვა პლატფორმაზე დაფუძნებული კომპანია. ასეთი მაგალითი ჩვენ უკვე გვაქვს С ჰეპატიტთან მიმართებით. მეორე მხრივ კი სახელმწოფომ მონაწილეობა უნდა მიიღოს დისტრიბუცია–მარკეტინგში და მნიშვნელოვნად შეამციროს ხარჯები", — განაცხადა სერგეენკომ პრესკონფერენციაზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ორგანიზაცია მოგებაზე ორიენტირებული არ იქნება.

გარდა ამისა, როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი ორგანიზაციის დახმარებით დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა სოციალური პროექტები.
სახელმწიფო პროგრამის პირველ ეტაპზე უფასო მედიკამენტები მიიღეს იმ პირებმა, რომლებსაც აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები (მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, კორონარულ სისხლძარღვთა დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებები (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ბრონქიალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
ყველა ახალი ამბავი
0