როდის მიიღებს მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ელოდება, სანამ მმართველი პარტია პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეორე ვადით კენჭისყრის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს მას შემდეგ, როდესაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ საკუთარ კანდიდატურას წარმოადგენს.

სურს თუ არა პრეზიდენტობა ივანიშვილს – ვის ოცნებებს შეიწირავს ხელისუფალი >>

მარგველაშვილი პრეზიდენტობის ვადა სრულდება. მორიგი არჩევნები 2018 წლის შემოდგომით ჩატარდება. საკუთარი კანდიდატურა ჯერჯერობით არ დაუსახელებია არც მმართველ პარტიას, არც საპარლამენტო ოპოზიციას.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ივანიშვილი პოლიტიკიდან არასდროს წასულა

„ჯერ კარგად დავაკვირდები იმას, რას იზამს „ქართული ოცნება“, შემდეგ გადავწყვეტ, მივიღო თუ არა მონაწილეობა“, — განაცხადა მარგველაშვილმა TV25-ის ეთერში.

ამასთან მან კურიოზული უწოდა იმას, რომ „ქართული ოცნება“ აჭიანურებს პრეზიდენტობის კანდიდატურის დასახელებას.

„როცა კანდიდატს დაასახელებენ, უნდა კითხონ, თუ გააკეთებს იმას, რასაც ეტყვიან, თუ დაჯდება იქ, სადაც ეტყვიან, ვეტოს დაადებს თუ არა ამა თუ იმ კანონს, კითხავენ, გამოავლენს თუ არა ხასიათს, ან იქნება თუ არა ჭკვიანი ბიჭი ან გოგო, იმდენ რამეზე უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა კანდიდატმა თავის თავს, რომ უჭირთ კანდიდატის დასახელება“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
დიდი შერიგება საპრეზიდენტო არჩევნების წინ – „ნაცმოძრაობა“ და „ევროპელები“ დაზავდნენ

მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, ისინი პრეზიდენტობის კანდიდატურას აგვისტოს ბოლოს დაასახელებენ. მედიის მონაცემებით, განსახილველ კანდიდატურებს შორისა არიან საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერები ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე.


ყველა ახალი ამბავი
0