თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ბოლო წლებში საიდუმლოდ აგრძელებდა ქვეყნის მართვას, განაცხადა პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ზე.
გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ლიდერებმა ივანიშვილს პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზეს, რაზეც ივანიშვილი დათანხმდა. ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების" მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა.
„ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არასდროს წასულა. ის ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა. ის მართავდა ქვეყანას, უბრალოდ, ის ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებდა. ის იმალებოდა", — განაცხადა ბურჯანაძემ, მოძრაობა „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.
მისი სიტყვებით, ივანიშვილის გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ძალზე მძიმე მდგომარეობაა.
„2015 წელს მან (ივანიშვილი — რედ.) თქვა, რომ საქართველოში უნდა მოხდეს რაღაც უბედურება, რომ ის დაბრუნდეს პოლიტიკაში და პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ქვეყანაში ძალზე ცუდი მდგომარეობა იქნება. თუ ხელისუფლება, როგორც ის ამბობს ციტირებას მოვახდენ: „თამაშიდან გავლენ, როგორც ეს მოხდა „ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში. ეს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი ხედავს, რომ ქვეყანაში მართლა ძალზე ცუდი სიტუაციაა. მაგრამ ეს მისი პასუხისმგებლობის საკითხია", — აღნიშნა ბურჯანაძემ.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერმა ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ პარტიის თავმჯდომარის რანგში ივანიშვილი ყველაზე უფრო შეძლებს მთავარი პოლიტიკური ძალის გაძლიერებას, დააჩქარებს პროცესების განვითარებას და უფრო ეფექტურს გახდის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მუშაობას.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე 2011 წელს გამოჩნდა, დააარსა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო", რომელიც ოთხ პარტიასთან ერთად 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა. 2013 წელს ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და განაცხადა, რომ მისი ძირითადი ამოცანა შესრულებულია. თუმცა ოპოზიციის მტკიცებით, ის ქვეყანას კულისებიდან მართავს.