თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოში 17 ივლისამდე მოსალოდნელია შედარებით გრილი ამინდი და ხანმოკლე წვიმა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისელები ამოისუნთქავენ აუტანელი სიცხის შემდეგ >>
საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნესტიანი ჰაერის გავრცელება.
დროგამოშვებით საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. არ არის გამორიცხული სეტყვა, ძლიერი ქარი და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექმა შეიძლება გამოიწვიოს წყლის დონის ადიდება მდინარეებში, ხოლო მთაში — ღვარცოფული პროცესების აქტივიზაცია.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 32 გრადუსამდე სითბო, დასავლეთში — 28 გრადუსამდე.