თბილისელები ამოისუნთქავენ აუტანელი სიცხის შემდეგ

© photo: Sputnikთბილისი მზიან ამინდში
თბილისი მზიან ამინდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორშაბათს 26 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მომდევნო სამუშაო კვირა თბილისში შედარებით გრილი ამინდით დაიწყება — 40-გრადუსიანმა სიცხემ დროებით უკან დაიხია. 

ორშაბათს, 16 ივლისს, თბილისში ღამით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა ღამით მინიმუმ 21 გრადუს სითბოს შეადგენს, დღის განმავლობაში კი მაქსიმუმ 26 გრადუსამდე აიწევს.

ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

ყველა ახალი ამბავი
0