„ყოველი ადამიანი მის თავში სამყაროს მატარებელია“ – ქართველი მხატვრის გამოფენა გერმანიაში

© photo: courtesy of Nugo Mekokishviliნუგო მეკოკიშვილი
ნუგო მეკოკიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუგო მეკოკიშვილი - მხატვარი, რესტავრატორი. დაამთავრა სასულიერო სემინარიის ხატწერის, რესტავრაციისა და მონუმენტური მხატვრობის ფაკულტეტი. მხატვარი ბევრი ჯგუფური გამოფენის მონაწილეა, ჰქონდა სამი პერსონალური გამოფენა, საიდანაც ორი გერმანიაში იყო და ერთი საქართველოში. რესტავრაციას უკეთებს და მოხატული აქვს ტაძრები. ადამიანში განსხვავებულ შტრიხებს ეძებს...

ნუგო მეკოკიშვილი: როგორც ყველა, მეც ბავშვობიდან ვხატავ. თავიდან ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ როცა ტრავმა მივიღე, გადავწყვიტე მხატვრობაში სერიოზულად მეცადა შესაძლებლობები. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა გერმანიაში იყო. იქ ჩემი მეგობარია და ეს გამოფენა მისი დახმარებით გაიმართა.  გამოფენა პატარა გერმანულ ქალაქ დასელში იყო. მეორე პერსონალური გამოფენაც გერმანიაში იყო, ამჯერად ქალაქ პადებორნში. ის გაიმართა თეოლოგიური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში და მასზე მინიატურების სერია მქონდა გამოტანილი. გამოფენამ საკმაოდ ნორმალურად ჩაიარა. ახლა ჰანოვერში მინდა გამოფენის მოწყობა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ეს არ არის ადვილი და მის მომზადებას დიდი დრო დასჭირდება.

© photo: courtesy of Nugo Mekokishviliმუშაობის დროს
მუშაობის დროს - Sputnik საქართველო
მუშაობის დროს

– რომელი ეკლესიები გაქვთ მოხატული?

— კახეთში, სოფელ პატარძეულში შიო მღვიმელის სახელობის ტაძრის საკურთხეველი მოვხატე. ახლა ვმუშაობ სვანეთის უბანში არსებულ მამა გაბრიელის პატარა ტაძრის მინაშენის მოხატვაზე. რესტავრაციასთანაც მქონდა შეხება. მერაბ ბუჩუკური იყო ჩვენი ხელმძღვანელი, რომელიც სარესტავრაციო საზოგადოებაში ცნობილი პიროვნებაა და მაღალი დონის რესტავრატორი გახლავთ. განათლების სამინისტროში იყო ძველი მხატვრობა და მასზე ვიმუშავე. მერე საფარის მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოებში მივიღე მონაწილეობა.

© photo: courtesy of Nugo Mekokishviliნუგო მეკოკიშვილის ნამუშევარი
ნუგო მეკოკიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ნუგო მეკოკიშვილის ნამუშევარი

– არ გაქვთ სურვილი, რომ მონუმენტურ მხატვრობაზე გადაერთოთ?

— რატომაც არა? ეს სფერო ჩემთვის შემოქმედებითად უფრო საინტერესოა. თუ მკითხავდით რისი სურვილი მაქვს, ალბათ უფრო ძველი ქალაქის რომელიმე ადგილზე ვიმუშავებდი, გააჩნია სივრცეს. მაგალითად, კარგი და ლამაზი სანახავი იქნებოდა, თუ ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვის საშუალება მექნებოდა.

© photo: courtesy of Nugo Mekokishviliნუგო მეკოკიშვილის ნამუშევარი
ნუგო მეკოკიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ნუგო მეკოკიშვილის ნამუშევარი

– თქვენი ფერწერული ნამუშევრების მთავარი თემა ადამიანია?

— ასეა, მე ადამიანი მიზიდავს, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ადამიანის ძიების პროცესია. ჩემი აზრით, ის მთელი სამყაროა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. ჩემი შემოქმედებითი აზროვნება თემატურადაც ადამიანის გარშემოა. ყოველთვის იქითკენ ვარ მიდრეკილი, რომ ადამიანში რაღაც განსხვავებული აღმოვაჩინო. ყოველი ადამიანი მის თავში სამყაროს მატარებელია. თუ იგი განსხვავებული არ არის, მას ვერ ამოწურავ და ვერც კონკრეტულ ფორმულირებას მოუძებნი. ზოგადად მშვენიერება მიზიდავს. ადამიანი შეიძლება გარეგნულად ლამაზი იყოს, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო იყოს მახინჯი… კაცობრიობას ბევრი ახსოვს ასეთი, მაგალითად, კალიგულა, რომელიც  გარეგნულად მახინჯი არ იყო, მაგრამ როგორც პიროვნება, ეგზალტირებული იყო. მე მაინც პიროვნული თვისებები მხიბლავს და პოზიტივს უფრო ვეძებ ადამიანში…

 

ყველა ახალი ამბავი
0