„ღამის სერენადები" საქართველოს მოსახლეობისთვის უცხოელი და ქართველი მუსიკოსების შესრულებით

© photo: courtesy of Liana Saakadzeლიანა ისაკაძე
ლიანა ისაკაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ორგანიზატორები კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის საინტერესო პროგრამას ამზადებენ

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები", რომელიც წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, ბათუმში 27 აგვისტოს გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ცნობილი ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის ფესტივალი ორ ეტაპად გაიმართება: 27-29 აგვისტოს ღონისძიებები დაგეგმილია ბათუმის სასტუმრო Sheraton-ში, ხოლო შემდეგ თბილისში გამოდინაცვლებს — 2 და 4 სექტემბერს საღამოები გაიმართება ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

ვიოლინო - Sputnik საქართველო
დიდი მევიოლინე იგორ პიკაიზენი თბილისში გამოვა

ფესტივალის სტუმრები იქნებიან მუსიკოსები იტალიიდან, აშშ-იდან, ისრაელიდან და საქართველოდან. მონაწილეთა შორის არიან იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარსკი და გიტარისტი სოფია ბაროსი, უნგრული წარმოშობის ამერიკელი მევიოლინე გეზა ჰ. ლეგოცკი, ასევე კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი ისრაელიდან.

საქართველოს „ღამის სერენადებზე" წარმოადგენენ პიანისტი ალექსანდრე კორსანტია, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, მევიოლინე გია იაშვილი და სხვა.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი" საქართველოს კუტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე თბილისისა და ბათუმის მერიების მხარდაჭერით.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს დაარსდა. ფესტივალი ყოველ წელს ბიჭვინთაში იმართებოდა. არსებობა ფესტივალმა 1991 წელს შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს აღორძინდა.

ყველა ახალი ამბავი
0