დიდი მევიოლინე იგორ პიკაიზენი თბილისში გამოვა

© AP Photo / Marcio Jose Sanchezვიოლინო
ვიოლინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჩენილი მევიოლინე კონცერტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. გამოჩენილი მევიოლინე იგორ პიკაიზენი საქართველოს დედაქალაქში კონცერტს 2 ივლისს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

მუსიკოსი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გამოვა. ორკესტრს ვახტანტ მაჭავარიანი უდირიჟორებს.

ლიზა ბათიაშვილი - Sputnik საქართველო
ლიზა ბათიაშვილი „კარნეგი–ჰოლში" გამოვა

საღამოზე აჟღერდება ნაწყვეტები ალექსი მაჭავარიანის საბალეტო სუიტიდან „ჭირვეულის მორჯულება" და სავიოლინო კონცერტი №1, ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონია N1 „სამყაროს ჰარმონია".

იგორ პიკაიზენის კონცერტს წარმოადგენს ეროვნული მუსიკალური ცენტრი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ხელოვნების მოღვაწეთა კავშირი „კონცეპტ არტის" მხარდაჭერით.

საღამო 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებსა და ვებ-გვერდზე biletebi.ge.

მოსკოველი იგორ პიკაიზენი ცნობილი მუსიკოსების ოჯახის შთამომავალია — მისი ბაბუა დიდი მევიოლინე ვიქტორ პიკაიზენი იყო, ხოლო დედა — პიანისტი ტატიანა პიკაიზენი. მუსიკოსის დებიური რვა წლის ასაკში ანკარის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად გაიმართა, ხოლო ერთი წლის შემდეგ მან უკვე თავისი სოლო კონცერტი გამართა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საკონცერტო დარბაზში.

მუსიკოსმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო ჯულიარდის სკოლაში (საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორია ნიუ-იორკში), მაგისტრის ხარისხი და პრესტიჟული საკონცერტო დიპლომი — იელის უნივერსიტეტში. ამჟამად სადოქტორო ხარისხის კანდიდატია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, სადაც ვიოლინოს კათედრაზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.

მუსიკოსი რეგულარულად მართავს კონცერტებს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში. არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. მის რეპერტუარშია დაახლოებით 30 სავიოლინო კონცერტი, 20-ზე მეტი სონატა, მრავალი თანამედროვე და კამერული ნაწარმოები.

ყველა ახალი ამბავი
0