მაია დუგლაძის საუცხოო დეკორატიული გრაფიკა და ფერთა კარნავალი

© FB / Mai Dugladze ARTმაია დუგლაძის შემოქმედება
მაია დუგლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია დუგლაძე თვითნასწავლი მხატვარია, რომელსაც ხატვა თითქმის სასიცოცხლო მოთხოვნად ექცა. ხატვა სულ პატარამ დაიწყო. მისი ნახატები ორიგინალური და განსხვავებული ტექნიკით არის შესრულებული.

ქალბატონი მაიას ნამუშევრებში ფერები საოცრად ერწყმის ერთმანეთს. მათი ნახვისას გჯერა, რომ სამყარო ერთი დიდი სახლია, სადაც მარტო სიკეთე და სიყვარული უნდა სუფევდეს…

© photo: courtesy of Mai Dugladze ARTმაია დუგლაძე ვაჟთან ერთად
მაია დუგლაძე ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო
მაია დუგლაძე ვაჟთან ერთად

— სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს ხატვა როდის დავიწყე. როგორც დედაჩემი იხსენებს, ძალიან პატარა ვიყავი… ბავშვობაში ეს ჩემთვის გართობის საშუალება იყო. დროთა განმავლობაში ეს ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.

© FB / Mai Dugladze ARTმაია დუგლაძის შემოქმედება
მაია დუგლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
მაია დუგლაძის შემოქმედება

– თვითნასწავლი მხატვარი ხართ. როგორ მოხდა, რომ ამ კუთხით არ მიიღეთ განათლება?

— ჩემი ოჯახის თითქმის ყველა წევრი ექიმია. ბებია მყავდა თურმანიძე, მალამოებს ამზადებდა. თურმანიძეების ბევრი შტოა, მე ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი ვარ. დედა და მამიდა ექიმები არიან, ბაბუა ფარმაცევტი იყო, ამიტომ ჩვენ სახლში მუდმივად იყვნენ პაციენტები. ალბათ ამან იქონია ჩემზე გავლენა. ერთ-ერთ კოლეჯში ჩავაბარე სამედიცინოზე, სადაც სამი წელი ვისწავლე, რის შემდეგაც გადავედი უნივერსიტეტში. ამის შედეგ სწავლა გავაგრძელე უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. ბატონმა შოთა ნადირაშვილმა, რომელიც მაშინ უზნაძის ინსტიტუტის რექტორი იყო, ჩემი ნახატების ნახვის შემდეგ სწავლის გაგრძელება ფსიგოლოგიის ინსტიტუტში შემომთავაზა. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი დავამთავრე 2006 წელს. ამ პერიოდისთვის უკვე ინტენსიურად ვხატავდი.

© FB / Mai Dugladze ARTმაია დუგლაძის შემოქმედება
მაია დუგლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
მაია დუგლაძის შემოქმედება

გრაფიკული პატარ-პატარა დეტალების შექმნა დაახლოებით 14 წლისამ დავიწყე, თუმცა ნელ-ნელა ვავითარებდი ტექნიკას, ვიხვეწებოდი. მუზა მომდიოდა მაშინ, როცა რაიმე წიგნს წავიკითხავდი და ეს წიგნი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა, ან ფილმს ვნახავდი და ძალიან მომეწონებოდა. მამას ჰყავდა მეგობარი, რომელიც იყო მხატვარი. ერთხელ აჩვენეს ჩემი ნამუშევრები. მახსოვს მისი რჩევა, რომ არ მივეყვანე მასწავლებელთან. მაშინ ძალიან გავბრაზდი, მერე მიხვდი, ეს იმიტომ თქვა, რომ სხვებს გავლენა არ მოეხდინათ ჩემ შემოქმედებაზე.

© FB / Mai Dugladze ARTმაია დუგლაძის შემოქმედება
მაია დუგლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
მაია დუგლაძის შემოქმედება

– ძალიან მრავალფეროვანი და ფერადია თქვენი შემოქმედება. რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფერები?

— ადრე ასეთი მნიშვნელოვანი არ იყო ჩემთვის ფერები, რადგან მუდმივად ვხატავდი შავ-თეთრ ფერებში. ბოლო ექვსი წელია, ოჯახის შექმნის და ჩემი შვილის დაბადების მერე უფრო მეტად გამოიკვეთა ეს ფერები. ექვსი თვის წინ დავიწყე შავზე ოქროსფერით და თეთრით ხატვა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო გრაფიკული ხაზი, ორნამენტები, ვიდრე ფერები. ფერები ეტაპობრივად შემოვიდა ჩემ შემოქმედებაში. თუმცა ყველაფერის მიუხედავად მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემ შავ–თეთრ ნამუშევრებს.

© FB / Mai Dugladze ARTმაია დუგლაძის შემოქმედება
მაია დუგლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
მაია დუგლაძის შემოქმედება

– სულ რამდენიმე დღის წინ გქონდათ პერსონალური გამოფენა…

— დიახ, ეს იყო ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა. მანამდე არც მქონია სურვილი სადმე გამოჩენის და საზოგადოებისთვის ამ ყველაფრის ჩვენების. წელიწად-ნახევრის წინ გარდამეცვალა მამა. იქამდე ჩემი ნამუშევრები სუფთად მქონდა ფაილებში ჩაწყობილი და შენახული. მამის გარდაცვალების შემდეგ მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით გადავწყვიტე, რომ უფრო მნიშვნელოვანია ჩემი ნამუშევრების გაღება, გაჩუქება და თუნდაც გაყიდვა, ვიდრე მათი ფაილებში შენახვა. ამის გაღება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ის დანაკარგი, რაც მე განვიცადე მამის გარდაცვალებით. 2017 წელი ჩემი ოჯახისთვის იყო უმძიმესი. მამის გარდაცვალების შემდეგ მოულოდნელად ჩემი მამამთილი ჩამოასვენეს, რომელიც აფხაზეთის ომში დაიკარგა და ჩემი ქმარი სულ ეძებდა. ეს კიდევ ერთი სტრესი იყო ჩვენთვის. ამ ამბების მერე შინაგანად თითქოს კიდევ ახალი რაღაც გაიხსნა ჩემში. ამ ყველაფერმა უფრო სხვანაირად იჩინა თავი. ნამუშევრები, რომლებიც ძალიან ფერადია, სწორედ ამ პერიოდში მაქვს შექმნილი. ძლიერმა სტრესმა კი არ დამთრგუნა და ჩამკეტა, პირიქით, ძალა მომცა. ჩემში განცდილმა მოულოდნელმა დანაკარგმა ამ კუთხით მოახდინა ინსპირირება და სწორედ ამიტომ ეწოდა ჩემ პერსონალურ  გამოფენას „რეინკარნაცია".

პერსონალურ გამოფენამდე ერთი თვით ადრე გახლდით ბერლინში, იქ მოღვაწეობს ქართველი ექიმი ნატალია სანაძე, რომელსაც აქვს თავისი კერძო კლინიკა. წელიწადში რამდენჯერმე კლინიკის მისაღებში აკეთებს უცნობი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას. სწორედ იქ გამოიფინა ჩემი ნამუშევრები პირველად.

© FB / Mai Dugladze ARTმაია დუგლაძის შემოქმედება
მაია დუგლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
მაია დუგლაძის შემოქმედება

– თქვენთვის, როგორც მხატვრისთვის, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?

— რამდენიმე დღის წინ, ჩემდა მოულოდნელად, მხატვართა კავშირის წევრი გავხდი. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო ჩემთვის.

ახლო მომავალში ვგეგმავ, რომ კვლავ გავაკეთო პერსონალური გამოფენა, რაც მხატვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველა ახალი ამბავი
0