რატომ ხდებიან მოზარდები მკვლელები - ფსიქოლოგების განმარტება

CC0 / Pixabay / მკვლელი
მკვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენად კარგად ვიცნობთ ჩვენს შვილებს? რა აქვთ გულში, რაზე ოცნებობენ და რა აზრები უტრიალებთ თავში? სავარაუდოდ, ცოტა მშობელი თუ გასცემს ამ კითხვებს ზუსტ პასუხს.

მშობლების დაკავებულობა, დროის უქონლობა შვილებთან საურთიერთოდ — ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ახალგაზრდებში აგრესია მატულობს.

ბოლო დროს მომხდარ, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის გახმაურებულ მკვლელობაზე რომ არაფერი ვთქვათ, გუშინ თბილისში ერთმა 16 წლის ყმაწვილმა მეორეს პირდაპირ ავტობუსში დაარტყა დანა და გაიქცა.

სად უნდა ვეძებოთ პრობლემის თავი და თავი? ამის გასარკვევად Sputnik-საქართველომ სპეციალისტებს მიმართა.

ფსიქოანალიტიკოსი დიანა ნიკოლაიშვილი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდებში ფეხმოკიდებულ აგრესიასთან ბრძოლა მათი დროის სწორი განაწილებით, საინტერესო საქმით დაკავებით, ოჯახთან ურთიერთობითა და ნეგატიური და პოზიტიური მაგალითების სწორი ბალანსითაა შესაძლებელი.

„სისასტიკე მოზარდებში ბოლო დროს ძლიან აქტუალური თემა გახდა და ჩვენ სულ უფრო ხშირად გვესმის უსიამოვნო ამბები მათ შორის კონფლიქტებთან დაკავშირებით. კონფლიქტები მოზარდებს შორის ყოველთვის იყო, უბრალოდ, პრობლემა ისაა, რომ ახლა ეს კონფლიქტები უფრო აგრესიულია და დესტრუქციული, ვიდრე წარსულში იყო“, ამბობს ნიკოლაიშვილი.   

ფსიქოანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ეს, პირველ რიგში, ცხოვრებისეული ღირებულებების გაუფასურებიდან მომდინარეობს. როცა ბავშვები თამაშობენ იმგვარ კომპიუტერულ თამაშებს, ან უყურებენ ფილმებს, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, ისინი უშვებენ შესაძლებლობას, რომ სხვისთვის ზიანის მიყენება დაშვებულია. 

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძემ სმიტების ოჯახის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ფსიქოლოგ კონსტანტინ პოზოვს კი მიაჩნია, რომ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მოზარდებში აგრესიის გაღვივებისა ცხოვრებისეული პრიორიტეტების არასწორი განაწილებაა. მისი თქმით, მოზარდებისთვის ბედნიერება — ეს iPhone X-ია.

„ეს მოთხოვნები მოზარდებს სოციუმში უყალიბდებათ და მესამე პირებისგანაა თავს მოხვეული. ასე მოზარდები უფრო ბედნიერებად გრძნობენ თავს. როცა მოზარდს ბედნიერების ამგვარი აღმძვრელი არ გააჩნია, უჩნდება კითხვა, რატომ არ კმაყოფილდება მისი სურვილი და ჰგონია, რომ ის არავის სჭირდება. ამის შემდეგ უგროვდება აგრესია, რომელიც თანდათან მატულობს. მერე კი ეს ყოველივე სოციუმში იფრქვევა, რის შედეგეცი, როგორც ვიცით, ლეტალურია“, — ხაზს უსვამს პოზოვი.

დაუსჯელობის ილუზია

ფსიქოლოგი დარწმუნებულია, რომ ჩვენს დროში ცენზურა არ არსებობს, სამაგიეროდ მყარადაა ფეხმოკიდებული დაუსჯელობის ილუზია. შესაბამისად, მისი აზრით, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ამ პრობლემას — მაგალითად, მაღაზიებს, რომლებშიც ცივი იარაღი იყიდება. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
მესტიაში 23 წლის ბიჭი მოკლეს

„უამრავი მაღაზია არსებობს, სადაც ცივი იარაღის ფართო არჩევანია. დანის ყიდვა, რომლითაც მკვლელობის ჩადენა შეიძლება, ახლა ნებისმიერ მოზარდს სულ რამდენიმე ლარად შეუძლია“, — განმარტავს პოზოვი. 

სპორტი და პროპაგანდა

ფსიქოანალიტიკოსი დიანა ნიკოლაიშვილი გამოსავალს სპორტში ხედავს. მისი თქმით, ბავშვებსა და მოზარდებს ენერგიის დახარჯვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომელიც ჰორმონალური გადაწყობისა და პიროვნების ფორმირების პერიოდში გროვდება.

„როდესაც მოზარდი მშობლის სახით ავტორიტეტს კარგავს, ის მის ძებნას ოჯახს გარეთ იწყებს. თუ ამ დროს გამოჩნდება ისეთი მწვრთნელი ან მასწავლებელი, რომელთანაც მოზარდს ნებისმიერ დროს საუბრის შესაძლებლობა ექნება, მაშინ იმის საშიშროება, რომ ფასეულობები არასწორად ჩამოყალიბდება, მნიშვნელოვნად მცირე იქნება“, — განმარტავს ნიკოლაიშვილი. 

მისი თქმით, იმის გამო, რომ თანამედროვე მოზარდები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერებთან, ინტერნეტში, არ იციან, როგორ გარდაქმნან საკუთარი ენერგია. 

კიოსკი ავტობუსების გაჩერებაზე - Sputnik საქართველო
სად დაჭრეს მოზარდი თბილისში – მომხდარის ახალი დეტალები

გარდა ამისა, ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ მოზარდების აღზრდაში ასევე დიდ როლს ასრულებს მედია, რომელიც ხშირად უთმობს დროს იმგვარი თემების გაშუქებას, როგორიცაა პრობლემის იარაღით გადაჭრა და დაუსჯელობა. როცა მოზარდი ამგვარ თემებს ხშირად ხედავს და უსმენს, მას უქრება შიში და მზადაა, თავადაც იგივე გაიმეოროს. ამიტომ საჭიროა დადებითი გმირების მოღვაწეობის მეტი პროპაგანდა.

„სამწუხაროდ, დესტრუქციული ქმედებები უფრო დიდ გამოხმაურებას ნახულობს მედიაშიც და სოციალურ ქსელებშიც. და მოზარდს გაუცნობიერებლად უმყარდება აზრი, რომ პოპულარობისთვის რაღაც მსგავსი უნდა ჩაიდინოს. ჩვენ გვყავს არაერთი გმირი, რომლებიც პოპულარულები იმიტომ კი არ გახდნენ, რომ ინტერნეტით რაღაც სისულელე გააკეთეს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანი გადაარჩინეს, ხანძარს შეებრძოლნენ. თუ მოზარდს მაგალითად გმირი ეყოლება, მაშინ ის სწორ გზას აირჩევს პოპულარობისთვის“, — დაასკვნა ნიკოლაიშვილმა.   


ყველა ახალი ამბავი
0