დელტაპლანი ტურისტებით შავ ზღვაში ჩავარდა

© FB / Emergency Management Serviceსამაშველო ოპერაცია ბათუმში
სამაშველო ოპერაცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტები ბათუმის იახტ–კლუბის ტერიტორიაზე ჩაცვივდნენ წყალში.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. დელტაპლანი, რომელზეც ორი უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩავარდა, იუწყება საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მაშველები შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
მაშველებმა დღეს ოთხი ადამიანი გადაარჩინეს დახრჩობას - ვიდეოკადრები

მაშველებმა ტურისტები ზღვიდან ამოიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მასმედიის ინფორმაციით, შემთხვევა სამშაბათს, საღამოს მოხდა ბათუმის იახტ–კლუბის ტერიტორიასთან ახლოს. ბორტზე იმყოფებოდნენ დელტაპლანის პილოტი, უკრაინის 70 წლის მოქალაქე და 31 წლის ტურისტი – კატარის მოქალაქე.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0