მაშველებმა დღეს ოთხი ადამიანი გადაარჩინეს დახრჩობას - ვიდეოკადრები

© Emergency Management Serviceმაშველები შავ ზღვაზე
მაშველები შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და გაითვალისწინონ მაშველთა რეკომენდაციები.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. შავი ზღვის სანაპიროზე, ურეკსა და განმუხურში მაშველებმა დღეს ოთხი ადამიანი გადაარჩინეს დახრჩობას, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე.

უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ურეკში მაშველებმა მამა-შვილი სკუტერით გამოიყვანეს ზღვიდან, რომლებიც უკან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.  მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

იქვე, დაბა ურეკში მაშველებმა ასევე გადაარჩინეს 62 წლის მამაკაცი, რომელიც ნაპირიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით იმყოფებოდა წყალში და შველას ითხოვდა.

კიდევ ერთი ადამიანი, 18 წლის ახალგაზრდა კი განმუხურის სანაპიროზე შევიდა ზღვაში და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდა. მაშველებმა ბიჭი სკუტერით გამოიყვანეს ნაპირზე. 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბანაობის სეზონის დაწყებიდან, 1 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შავ ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო, 36 კი დაღუპვას გადაარჩინეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და გაითვალისწინონ მაშველთა რეკომენდაციები. 


ყველა ახალი ამბავი
0