მზისგან მიღებული დამწვრობით ორი მცირეწლოვანი კლინიკაში მოხვდა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliლისის ტბა
ლისის ტბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ყველას ურჩევს, შუადღისას რუჯის მიღებისგან თავი შეიკავონ

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. მზისგან მიღებული დამწვრობით ოთხი ადამიანი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი  დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრს  25-მა ადამიანმა მიმართა. ამ სეზონზე კი მიმართვიანობის რიცხვი 120-მდე გაიზარდა. 

ლისის ტბა - Sputnik საქართველო
რამ ჩაანაცვლა ლეღვის ნახარში: დამწვრობის ცენტრს 60-მდე ადამიანმა მიმართა

ექიმები მოსახლეობას მოსალოდნელი რისკების შესახებ აფრთხილებენ და კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ყველას ურჩევს, შუადღისას, როდესაც მზე პიკზეა, ანუ 11-დან  17:00  საათამდე, რუჯის მიღებისგან თავი შეიკავონ.

რაც შეეხება ლეღვის ფოთლის ნახარშს, რომელსაც ძლიერი დამწვრობის გამოწვევა შეუძლია, წელს მისი გამოყენება ორჯერ დაფიქსირდა.

საყურადღებოა, რომ მანდილოსნები და არა მხოლოდ ისინი ლამაზი რუჯის მისაღებად  საკუთარ რეცეპტებს იგონებენ, რომელთა შორის, გარდა ლეღვის ფოთლების ნახარშისა, ასევე გვხვდება სხვადასხვა სახის კოქტეილები — ლუდის, კოკა-კოლის, ყავის, სოდისა და სტაფილოს შემცველობით. მათი გამოყენება კი ხშირ შემთხვევაში მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობას იწვევს.


ყველა ახალი ამბავი
0