წყალდიდობა სვანეთში: ჭუბერში დაზიანებულ ალტერნატიულ გზას აფართოებენ

© FB / Emergency Management Serviceწყალდიდობა სვანეთში. ჭუბერი
წყალდიდობა სვანეთში. ჭუბერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყალდიდობისგან დაზარალებულ ჭუბერში სპეცტექნიკის შეყვანასა და ტრანსფორმატორის შეტანას ცდილობენ, რათა მოსახლეობა ელექტროენერგიით უზრუნველყონ.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. სვანეთშის სოფელ ჭუბერში წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლა გრძელდება – ამჟამად იქ მიმდინარეობს ალტერნატიული გზის გაფართოება. გზა წუხელ დაზიანდა, განუცხადა ჟურნალისტებს სოფლის გამგებელმა ნინო ვიბლიანმა.

სვანეთში, სოფელ ჭუბერში 5 ივლისს  უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად დაინგრა ხიდები, საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

ვიბლიანის თქმით, ეს ალტერნატიული გზა სოფლის ორ მხარეს აერთებს. მდინარემ ის ჩამოანგრია, ეტქნიკა ვერ გადადის, ახლა მიმდინარეობს გზის გაფართოება და გამაგრება, რომ გადაიტანონ ტექნიკა და ტრანსფორმატორი, რომელიც წყალმა წაიღო, რომ მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდოს.

ჭუბერი სტიქიის შემდეგ - Sputnik საქართველო
სტიქიური უბედურების ადრეული გაფრთხილების სისტემა საქართველოში 2021 წელს ამოქმედდება

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით სოფლის მოსახლეობას მთლიანად არ გამოიყვანენ.

„ამ ეტაპზე დამატებით მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება, საცხოვრებელი სახლებიდან გაიყვანეს მხოლოდ წყლის პირას მცხოვრები მოსახლეობა. სულ დაახლოებით 100 ოჯახამდეა გასული, ყოველ შემთხვევაში, ღამით არ ჩერდებიან სახლებში“, – განაცხადა ვიბლიანმა.

ამასთან, ჭუბერში კვლავ წვიმს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 8–9 ივლისს ნალექის ინტენსივობა შემცირდება.

ჭუბერში ვითარების ადგილზე გასაცნობად იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე.

მაშველები უწყვეტად მუშაობენ, რის გამოც მათ მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა.

© FB / Emergency Management Serviceსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი ჭუბერში
Глава Службы по управлению чрезвычайными ситуациями Георгий Мгебришвили в Чубери - Sputnik საქართველო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი ჭუბერში

„კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ ყოველთვის ადამიანების სამსახურში ხართ. მადლობა იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გამოავლინეთ. ჩვენ ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ თითოეული ადამიანი თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს“, – განაცხადა მღებრიშვილმა, რომელიც ჭუბერში იმყოფება.


ყველა ახალი ამბავი
0