სტიქიური უბედურების ადრეული გაფრთხილების სისტემა საქართველოში 2021 წელს ამოქმედდება

© Sputnik / STRINGERჭუბერი სტიქიის შემდეგ
ჭუბერი სტიქიის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელ საქართველოში შესაძლო სტიქიური უბედურების შესახებ გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება განსაკუთრებით აქტუალური სვანეთში წყალდიდობის შემდეგ გახდა.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების სისტემები 2020–2021 წლებისთვის ამოქმედდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: სტიქიური უბედურებისას წინასწარ უნდა განსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი

ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემის აუცილებლობის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სვანეთში წყალდიდობისგან დაზარალებულ სოფელ ჭუბერში ყოფნისას განაცხადა. სვანეთში, სოფელ ჭუბერში 5 ივლისს  უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად დაინგრა ხიდები, საცხოვრებელი სახლები.

„მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა, ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისათვის აუცილებელია. 2-3 წელიწადში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ამჟამად ადრეული გაფრთხილების სისტემა დამონტაჟებულია დევდორაკის ხეობაში, ასევე წყნეთი–ბეთანიის გზასთან, რომლის ჩახერგვამაც 2015 წელს თბილისში ტრაგიკული მოვლენები გამოიწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0