პოლიციელისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოწერა
შსს–სა და პროკურატურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik.  პოლიციამ სამცხე–ჯავახეთში საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელმაც სამართალდამცველს  ქრთამი შესთავაზა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
საბურთალოზე „ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს

გამოძიება პოლიციის დეპარტამენტმა და რეგიონის პროკურატურამ ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, 2018 წლის მაისში ადგილობრივმა პოლიციამ გააჩერა ზ.ფ.–ს ავტომობილი, რომელსაც უკანონოდ მოპოვებული ხე–ტყე გადაჰქონდა.

ამის შემდეგ ზ.ფ. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს შეხვდა და შემდგომში, სისტემატური საქმიანობისთვის ქრთამის სახით შესთავაზა ფულადი თანხა შესთავაზა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე ზ.ფ. დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0