რუსეთის მოქალაქე აჭარის მთავრობის მეთაური გახდება?!

გამოწერა
ერთ–ერთი ვერსიით, აჭარის მთავრობის მეთაური შეიძლება გახდეს ბადრი ნაკაშიძე, რომელიც მოსკოვში 17 წელი ცხოვრობდა და რუსეთის მოქალაქეა

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik.  ქართულ მედიაში აქტიურად განიხილება  თუ ვინ იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ოთხშაბათს ზურაბ პატარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ჯერჯერობით ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია. 

ზურაბ პატარაძე - Sputnik საქართველო
აჭარის მთავრობის მეთაური თანამდებობიდან გადადგა

გაზეთ „რეზონანსის“ მტკიცებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პორტფელს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე ჩაიბარებს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს – საქართველოს და რუსეთის.

 „იგი (ბადრი ნაკაშიძე – რედ.) ბოლო 17 წელი რუსეთში ცხოვრობდა და ლომონოსოვის უნივერსიტეტში ასწავლიდა. ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში იგი უზენაესი საბჭოს წევრი იყო. მუშაობდა ასევე პროკურატურაში“, – წერს „რეზონანსი“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვერსიით, აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატურებად განიხილებიან  „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი თორნიკე რიჟვაძე, ქვეყნის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, აჭარის ა რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და რესპუბლიკის ჯანდაცვისი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მიქელაძე. 

მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
ვინ გახდება ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი 21 კანდიდატიდან

საბოლოო გადაწყვეტილება პარტიების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

 „საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან გაივლის კონსულტაციებს და ამის შემდეგ წარმოადგენს აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 15 ივლისს, არჩილ ხაბაძის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. მანამდე პატარაძეს  ყაზახეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა.პატარაძემ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობის დატოვებიდან ერთი თვის შემდეგ მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0