თბილისის აეროპორტში საშიში ნივთიერების დაღვრისთვის რუსეთის მოქალაქეა დაკავებული

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების დაღვრა ედება ბრალად, ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
თბილისის აეროპორტში მხუთავი აირით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა

გავრცელებული ინფორმაციით, დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია, რასაც, მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანის მოწამვლა მოჰყვა.

თუმცა მანამდე ზოგი მედიასაშუალება იტყობინებოდა, რომ აეროპორტის თანამშრომლების მოწამვლა მხუთავი აირის გაშვებამ გამოიწვია.

დავრილი ნივთიერების შემადგენლობა და წარმოშობა ამ დროისთვის უცნობია. 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.


 

 



ყველა ახალი ამბავი
0