თბილისის აეროპორტში მხუთავი აირით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა

© Sputnik / STRINGERთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, მოწამლული პირები აეროპორტის თანამშრომლები არიან

თბილისი, 4 ივლისი —Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი მხუთავი აირით მოიწამლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
პოლიციამ ბავშვი ძალის გამოყენებით წაიყვანა – ხმაური იუსტიციის სახლთან: ვიდეოკადრები

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.  „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ინფორმაციას  ადასტურებენ, თუმცა მომხდარის შესახებ სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით,  მოწამლული პირები აეროპორტის თანამშრომლები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე  ოთახში მხუთავი აირით სავსე სპეციალური აღჭურვილობა შეაგდო, რასაც პანიკა მოჰყვა. მხუთავი აირის გამო ინტოქსიკაციით რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.


ყველა ახალი ამბავი
0