თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის იუსტიციის სახლთან ათ წლამდე ბავშვი ძალის გამოყენებით ჩასვეს თეთრი ფერის „შკოდაში“ და წაიყვანეს, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“.
თვითმხილველების თქმით, ბაშვი მარტო იყო, მას თან არ ახლდნენ მშობლები. ამის გამო შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქეები პოლიციას არასრულწლოვანის გადაყვანის უფლებას არ აძლევდნენ, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
„სავარაუდოდ, შსს-ს თანამშრომლები მისცვივდნენ, ბავშვზე ძალადობდნენ. ბავშვი ღრიალებდა, ტიროდა, ყვიროდა, მანქანაში ძალით ჩატენეს“, — აცხადებს ტელეარხი თვითმხილველებზე დაყრდნობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვი სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმის ფარგლებში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მას მშობლების ან მეურვის თანდასწრებით დაკითხავენ.