კალაძე: ოთხ თვეში გლდანს ულამაზესი პარკი ექნება

© FB / Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ახალი პარკების გაშენება და არსებულების აღდგენა იწყება.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. გლდანის მე-6 მიკრორაიონში ახალი პარკის მშენებლობა ხვალ დაიწყება და ოთხ თვეში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერმა გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ახალი პარკის მშენებლობის დაწყება 13 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე დააანონსა და აღნიშნა, რომ პარკის მოწყობის პროექტის განხორციელება მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
პარკი თბილისში - Sputnik საქართველო
სკვერები ავტოფარეხების ნაცვლად: კალაძის ახალი ინიციატივა

„მინდა ერთი სიახლე გაგიზიაროთ, ვიცი, რომ ამით განსაკუთრებით გლდანის მოსახლეობა გაიხარებს. როცა წინასაარჩევნოდ შეხვედრა მქონდა გლდანის მოსახლეობასთან, მათ დავპირდი, რომ გლდანში განვახორციელებდით პარკის პროექტს, იქ არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, დაახლოებით 13 ათასი კვადრატული მეტრი. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ", — განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში მოეწყობა კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე, სავარჯიშო მოედანი, საბავშვო სათამაშო მოედნები, სარწყავი სისტემა, საველოსიპედე და საფეხმავლო ბილიკები. ასევე განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა, განხორციელდება არსებული ხიდის რეაბილიტაცია და დამონტაჟდება გარე განათება, აგრეთვე გამწვანდება ტერიტორია.

კალაძემ ივნისის შუა რიცხვებში თავის მოადგილეს მაია ბითაძეს 12 დიდი პარკის სარემონტო სამუშაოების პროექტების მომზადება დაავალა. გარდა ამისა, თბილისის მერია უახლოეს მომავალში დიღმის ჭალებსა და თემქის ხევში ორი ახალი პარკის მოწყობას გეგმავს. ამასთან, 2019 წელს იგეგმება ორი ისტორიული — ვერისა და ვაკის პარკის მასშტაბური მოწყობაც.

ყველა ახალი ამბავი
0