ვითარება საქართველო–რუსეთის საზღვარზე – ტრაილერები რიგში დგანან

© photo: Revenue Service / FB„ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი
„ყაზბეგის საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-რუსეთის საზღვარზე 600-ზე მეტი სატვირთო ავტომობილია გაჩერებული, რადგან შეზღუდვების გამო საზღვარს ვერ კვეთენ.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საკონტროლო–გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" საქართველო–რუსეთის საზღვარზე შეზღუდვებით მუშაობს — დგას სატვირთო ავტომობილების რიგი, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის Facebook-გვერდზე.

რიკოთის გვირაბი - Sputnik საქართველო
რიკოთის გვირაბი კვლავ იკეტება

„საბაჟო–გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" მე-6 დღეა შეფერხებით მუშაობს. ნაცვლად 400-500 სატვირთო ავტომობილისა, გამშვები პუნქტი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 240-მდე მანქანას ატარებს. შეზღუდვის მიზეზი რუსეთის ფედერაციის საბაჟო–გამშვები პუნქტის მიერ დაწესებული ლიმიტია. რუსი მებაჟეების განცხადებით, ტურისტულ სეზონზე მათთვის პრიორიტეტი ტურისტებისა და მათი მსუბუქი ავტომანქანების მომსახურებაა", — აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ, მიუხედავად ქართული მხარის წინადადებისა, შეიცვალოს მოძრაობის არსებული სქემა, რუსული მხარე სატვირთო ავტომობილების გატარებისთვის მხოლოდ ერთ ზოლს იყენებს.

ამ დროისთვის ქართულ მხარეზე რიგს რუსეთში მიმავალი 600-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0